https://sputnik-georgia.com/20221113/sagareo-saqmeta-saministro-stambulsi-afetqebisas-saqartvelos-moqalaqeebi-ar-dasavebulan-272149470.html
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სტამბულში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სტამბულში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
Sputnik საქართველო
სტამბულში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა. 13.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-13T20:51+0400
2022-11-13T20:51+0400
2023-07-20T15:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23025/21/230252191_0:36:1500:880_1920x0_80_0_0_93ee9ea00bc649fe56fec75e73e64e25.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბულში ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.აფეთქება კვირას ნაშუადღევს სტამბულის ცენტრში, საცალფეხო ტურისტულ ქუჩაზე - ისტიკლალზე მოხდა. ქალაქის გუბერნატორმა ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები.უწყების ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.სტამბულში მომხდარი აფეთქების შესახებ ბოლო ინფორმაცია პრეზიდენტმა ერდოღანმა გაავრცელა. ერდოღანის განცხადებით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი აფეთქების შემდეგ სტამბულში გაემგზავრნენ, იუწყება Sputnik-თურქეთი.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 4 დაღუპულისა და 38 დაშავებულის შესახებ.თურქეთის ხელისუფლებამ ტელეარხებს აფეთქების ადგილიდან ტრანსლაცია აუკრძალა. ამის შესახებ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის უმაღლეს საბჭოში განაცხადეს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23025/21/230252191_0:43:1231:967_1920x0_80_0_0_409c85956ba4ae49b592a5a02b6c8fd1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , მსოფლიოს ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სტამბულში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
20:51 13.11.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) სტამბულში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბულში ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აფეთქება კვირას ნაშუადღევს სტამბულის ცენტრში, საცალფეხო ტურისტულ ქუჩაზე - ისტიკლალზე მოხდა. ქალაქის გუბერნატორმა ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები.
უწყების ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.
„ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
სტამბულში მომხდარი აფეთქების შესახებ ბოლო ინფორმაცია პრეზიდენტმა ერდოღანმა გაავრცელა. ერდოღანის განცხადებით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი აფეთქების შემდეგ სტამბულში გაემგზავრნენ, იუწყება Sputnik-თურქეთი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 4 დაღუპულისა და 38 დაშავებულის შესახებ.
თურქეთის ხელისუფლებამ ტელეარხებს აფეთქების ადგილიდან ტრანსლაცია აუკრძალა. ამის შესახებ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის უმაღლეს საბჭოში განაცხადეს.