https://sputnik-georgia.com/20221113/afetqeba-stambulsi-saqartvelos-premierma-turq-xalxs-miusamzimra-272150213.html
აფეთქება სტამბულში: საქართველოს პრემიერმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა
აფეთქება სტამბულში: საქართველოს პრემიერმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა
Sputnik საქართველო
აფეთქება სტამბულის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა. 13.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-13T22:04+0400
2022-11-13T22:04+0400
2022-11-13T22:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112959_80:151:1024:682_1920x0_80_0_0_08ee9afb94274d6d0499ea5bdb144ea5.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარება გამოთქვა.აფეთქება კვირას ნაშუადღევს სტამბულის ცენტრში, საცალფეხო ტურისტულ ქუჩაზე - ისტიკლალზე მოხდა. ქალაქის გუბერნატორმა ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები.მთავრობის მეთაურმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი აფეთქების შემდეგ სტამბულში გაემგზავრნენ.თურქეთის ხელისუფლებამ ტელეარხებს აფეთქების ადგილიდან ტრანსლაცია აუკრძალა. ამის შესახებ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის უმაღლეს საბჭოში განაცხადეს.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი აფეთქების შემდეგ სტამბულში გაემგზავრნენ.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112959_228:124:973:682_1920x0_80_0_0_18bb35617f97e82506d1e222efa4a05f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
აფეთქება სტამბულში: საქართველოს პრემიერმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა
აფეთქება სტამბულის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა.
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარება გამოთქვა.
აფეთქება კვირას ნაშუადღევს სტამბულის ცენტრში, საცალფეხო ტურისტულ ქუჩაზე - ისტიკლალზე მოხდა. ქალაქის გუბერნატორმა ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები.
მთავრობის მეთაურმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
„სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის”, - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი აფეთქების შემდეგ სტამბულში გაემგზავრნენ.
თურქეთის ხელისუფლებამ ტელეარხებს აფეთქების ადგილიდან ტრანსლაცია აუკრძალა. ამის შესახებ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის უმაღლეს საბჭოში განაცხადეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი აფეთქების შემდეგ სტამბულში გაემგზავრნენ.