https://sputnik-georgia.com/20221112/ganxetqileba-nacmozraobasi-partiasi-axali-wesebis-daweseba-surt-272136019.html
განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“: პარტიაში ახალი წესების დაწესება სურთ
განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“: პარტიაში ახალი წესების დაწესება სურთ
Sputnik საქართველო
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კრიზისმა პიკს ამ კვირაში მიაღწია 12.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-12T20:42+0400
2022-11-12T20:42+0400
2022-11-12T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23345/88/233458805_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_ec98e01f36bd4670556615b34f619687.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვლება, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კრიზისმა პიკს ამ კვირაში მიაღწია და პარტიამ უკვე ღიად განაცხადა ხელმძღვანელობის, მათ შორის პოლიტიკური ძალის თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეცვლის შესახებ.ამასთან მან აღნიშნა რომ ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელის არჩევის ახალ წესებში იქნება ჩადებული უამრავი კრიტერიუმი, მათ შორის გარე ძალებისგან გავლენის თავიდან აცილების გარანტიას.„ეს კრიტერიუმია, რომ არჩევნები, ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასათვის გასაგები, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაც სხვამ, მითუმეტეს, ამ „ქოცური“ რეჟიმის ან სხვა დაინტერესებული პარტიების წარმომადგენელმა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა“, - განაცხადა ბარამიძემ.პარტიის თავმჯდომარის ბოლო არჩევნები ონლაინ ხმის მიცემის სისტემით გაიმართა და მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. პარტიის დამფუძნებლის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ, არჩევნები სწორედ ნიკა მელიამ მოიგო და არა ლევან ვარშალომიძემ.ამავე დროს ბარამიძე არ მალავს, რომ თავმჯდომარის შეცვლა ექს-პრეზიდენტს უკავშირდება.დღეისათვის ცნობილია, რომ თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრიან ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე. თუმცა კანდიდატების ოფიციალური წარდგენა მას შემდეგ მოხდება, რაც პარტიის პოლიტსაბჭო არჩევნების წესებს დაამტკიცებს.განხეთქილების ნიშნებიმთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და არაერთხელ განაცხადეს ინტერვიუში, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასობაში მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტი იყო, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.პარტიაში ასეთმა სტაგნაციამ გამოიწვია იმათი უკმაყოფილება, ვინც „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე აშენებდა, და პარტიის ლიდერების ნაწილმა მელიას მისამართით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო.ბოლო წვეთი გახდა მელიას კონფლიქტი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან და ბიზნესმენ დავით კეზერაშვილთან, რომელიც, როგორც ამბობენ, ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელია.მელიამ ღიად განაცხადა, რომ კეზერაშვილმა თავი შორს უნდა დაიჭიროს ქართული პოლიტიკიდან და მას საერთო არაფერი შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანთან.კულუარული ინფორმაციით, ეს განცხადება არ მოეწონათ არც კეზერაშვილს, არც პარტიის აქტიურ ლიდერებს. ბიზნესმენმა მელიას „ფორმალური ლიდერიც“ კი უწოდა.მელია ამჟამად ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია, რომელთან საუბარსაც თანხმდებიან წვრილი პარტიების ლიდერები, მათ შორის ისინი, ვინც „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერს.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2022
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23345/88/233458805_108:0:1441:1000_1920x0_80_0_0_e19c0eb45b6b4a886f53139f7338c0ec.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 
განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“: პარტიაში ახალი წესების დაწესება სურთ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კრიზისმა პიკს ამ კვირაში მიაღწია
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვლება, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კრიზისმა პიკს ამ კვირაში მიაღწია და პარტიამ უკვე ღიად განაცხადა ხელმძღვანელობის, მათ შორის პოლიტიკური ძალის თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეცვლის შესახებ.
„შედეგი რაც დადგება, უნდა იყოს ობიექტური. ამისთვის ჩამოყალიბდა იმ ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, ვინც ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და ვისაც აქვს გარკვეული პოზიცია და ამ ჯგუფის ერთად მუშაობის შედეგად 22 ნოემბრამდე, იმედია, შევძლებთ, ამ წესის (თავმჯდომარის არჩევის - რედ.) შემუშავებას“, - განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან მან აღნიშნა რომ ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელის არჩევის ახალ წესებში იქნება ჩადებული უამრავი კრიტერიუმი, მათ შორის გარე ძალებისგან გავლენის თავიდან აცილების გარანტიას.
„ეს კრიტერიუმია, რომ არჩევნები, ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასათვის გასაგები, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაც სხვამ, მითუმეტეს, ამ „ქოცური“ რეჟიმის ან სხვა დაინტერესებული პარტიების წარმომადგენელმა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა“, - განაცხადა ბარამიძემ.
პარტიის თავმჯდომარის ბოლო არჩევნები ონლაინ ხმის მიცემის სისტემით გაიმართა და მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. პარტიის დამფუძნებლის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ, არჩევნები სწორედ ნიკა მელიამ მოიგო და არა ლევან ვარშალომიძემ.
ამავე დროს ბარამიძე არ მალავს, რომ თავმჯდომარის შეცვლა ექს-პრეზიდენტს უკავშირდება.
„ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი მთავარი ამოცანები - მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში, საპატიმროშია და ის გადასაყვანია სამკურნალოდ და გადასარჩენად ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ბარამიძემ.
დღეისათვის ცნობილია, რომ თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრიან ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე. თუმცა კანდიდატების ოფიციალური წარდგენა მას შემდეგ მოხდება, რაც პარტიის პოლიტსაბჭო არჩევნების წესებს დაამტკიცებს.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და არაერთხელ განაცხადეს ინტერვიუში, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასობაში მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტი იყო, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
პარტიაში ასეთმა სტაგნაციამ გამოიწვია იმათი უკმაყოფილება, ვინც „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე აშენებდა, და პარტიის ლიდერების ნაწილმა მელიას მისამართით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო.
ბოლო წვეთი გახდა მელიას კონფლიქტი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან და ბიზნესმენ დავით კეზერაშვილთან, რომელიც, როგორც ამბობენ, ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელია.
მელიამ ღიად განაცხადა, რომ კეზერაშვილმა თავი შორს უნდა დაიჭიროს ქართული პოლიტიკიდან და მას საერთო არაფერი შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანთან.
კულუარული ინფორმაციით, ეს განცხადება არ მოეწონათ არც კეზერაშვილს, არც პარტიის აქტიურ ლიდერებს. ბიზნესმენმა მელიას „ფორმალური ლიდერიც“ კი უწოდა.
მელია ამჟამად ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია, რომელთან საუბარსაც თანხმდებიან წვრილი პარტიების ლიდერები, მათ შორის ისინი, ვინც „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერს.