https://sputnik-georgia.com/20221111/sveicariasi-kita-cxenkelis-memorialuri-dafa-gaixsna-272102760.html
შვეიცარიაში გამოჩენილი ენათმეცნიერის კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გაიხსნა
შვეიცარიაში გამოჩენილი ენათმეცნიერის კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გაიხსნა
Sputnik საქართველო
პროფესორ კიტა ჩხენკელის წყალობით ციურიხის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაიხსნა. 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T12:04+0400
2022-11-11T12:04+0400
2022-11-11T17:09+0400
საქართველო
ახალი ამბები
შვეიცარია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მიხეილ ჩხენკელი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22933/34/229333410_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d06cc607e940198ae576aa5e91f2bc4b.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.მემორიალური დაფა ჩხენკელმა ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.საზეიმო ღონისძიებაზე ჩხენკელმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა ქართველი პროფესორის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის კიტა ჩხენკელის წვლილზე ქართულ–შვეიცარიული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.განათლების მინისტრის თქმით, პროფესორის დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, მისი ოცნება ახდა და ციურიხის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაიხსნა, რომელიც ქართველოლოგიის მძლავრ ცენტრად გადაიქცა. კიტა ჩხენკელმა შესანიშნავი შვეიცარიელი სპეციალისტები აღზარდა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა აღდგეს და განვითარდეს.მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესორის მიერ ქართული ენის სახელმძღვანელოს შექმნაზე და ქართულ-გერმანული ლექსიკონის გამოცემაზე, რაც ქართველოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა.„საკუთარი სამეცნიერო საქმიანობით კიტა ჩხენკელმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოსა და შვეიცარიას შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ჩხენკელმა.მინისტრის თქმით, წელს საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება და სიმბოლურია, რომ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფის გახსნა სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.ქართველი ენათმეცნიერისა და ქართველოლოგის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა განათავსეს იმ შენობის ფასადზე, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მეცნიერი 1963 წელს გარდაიცვალა.ამ შენობაში იყო ასევე ქართული გამომცემლობა „ამირანი“, სადაც იბეჭდებოდა მისი ნამუშევრები და ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშები თავად კიტა ჩხენკელის ტიპოგრაფიული შრიფტით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22933/34/229333410_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_5f4b3a8df225ba3f62501de0a23ec615.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, შვეიცარია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , მიხეილ ჩხენკელი, საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, შვეიცარია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , მიხეილ ჩხენკელი, საზოგადოება
შვეიცარიაში გამოჩენილი ენათმეცნიერის კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გაიხსნა
12:04 11.11.2022 (განახლებულია: 17:09 11.11.2022) პროფესორ კიტა ჩხენკელის წყალობით ციურიხის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაიხსნა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
მემორიალური დაფა ჩხენკელმა ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.
საზეიმო ღონისძიებაზე ჩხენკელმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა ქართველი პროფესორის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის კიტა ჩხენკელის წვლილზე ქართულ–შვეიცარიული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.
„პროფესორი კიტა ჩხენკელი მსოფლიოში აღიარებული ლინგვისტი გახლდათ. მისი ოცნება იყო, ევროპელებს გაეცნოთ საქართველოს მდიდარი ისტორია და შეესწავლათ ქართული ენა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების მინისტრის თქმით, პროფესორის დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, მისი ოცნება ახდა და ციურიხის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაიხსნა, რომელიც ქართველოლოგიის მძლავრ ცენტრად გადაიქცა. კიტა ჩხენკელმა შესანიშნავი შვეიცარიელი სპეციალისტები აღზარდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა აღდგეს და განვითარდეს.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესორის მიერ ქართული ენის სახელმძღვანელოს შექმნაზე და ქართულ-გერმანული ლექსიკონის გამოცემაზე, რაც ქართველოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა.
„საკუთარი სამეცნიერო საქმიანობით კიტა ჩხენკელმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოსა და შვეიცარიას შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, წელს საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება და სიმბოლურია, რომ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფის გახსნა სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.
ქართველი ენათმეცნიერისა და ქართველოლოგის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა განათავსეს იმ შენობის ფასადზე, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მეცნიერი 1963 წელს გარდაიცვალა.
ამ შენობაში იყო ასევე ქართული გამომცემლობა „ამირანი“, სადაც იბეჭდებოდა მისი ნამუშევრები და ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშები თავად კიტა ჩხენკელის ტიპოგრაფიული შრიფტით.