https://sputnik-georgia.com/20221111/saakasvils-damatebiti-gamokvlevebi-sxva-klinikasi-cautares-272115235.html
სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევები სხვა კლინიკაში ჩაუტარეს
სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევები სხვა კლინიკაში ჩაუტარეს
Sputnik საქართველო
პატიმარ ექს-პრეზიდენტს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა. 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T19:08+0400
2022-11-11T19:08+0400
2022-11-14T13:51+0400
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407788_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_d727e345d3c2c917582f5240639af76d.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედი“ დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით დატოვა, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. სააკაშვილი უკვე გასინჯა რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმა, რომლებიც მისი ადვოკატების ინიციატივით მოიწვიეს.ამასთან, მან აღნიშნა, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება „ვივამედში“ ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო.როგორც მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, სავარაუდოდ, დაუდგინდა დემენცია და ტუბერკულოზი, აგრეთვე კიდევ 34 დაავადება. ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ საბოლოო დიაგნოზი ჯერ დადგენილი არ არის.რატი ბრეგაძე: სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით არაეთიკურია>>სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407788_124:0:1400:957_1920x0_80_0_0_b17984cc3a95324346312ea2d5dd98d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევები სხვა კლინიკაში ჩაუტარეს
19:08 11.11.2022 (განახლებულია: 13:51 14.11.2022) პატიმარ ექს-პრეზიდენტს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედი“ დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით დატოვა, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. სააკაშვილი უკვე გასინჯა რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმა, რომლებიც მისი ადვოკატების ინიციატივით მოიწვიეს.
„კვლევაზე გვყავდა გადაყვანილი. კვლევა დასრულებულია და პაციენტი ადგილზეა. რაც იყო რეკომენდირებული ჩვენი კონსულტანტების მიერ, ჩაუტარდა შესაბამისი „ემერაი“ კვლევა“, – განაცხადა ჩხაიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება „ვივამედში“ ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო.
როგორც მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, სავარაუდოდ, დაუდგინდა დემენცია და ტუბერკულოზი, აგრეთვე კიდევ 34 დაავადება. ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ საბოლოო დიაგნოზი ჯერ დადგენილი არ არის.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.