https://sputnik-georgia.com/20221111/nino-samxaradze-272114848.html
პროფესია, რომლითაც სიცოცხლეს ემსახურები
პროფესია, რომლითაც სიცოცხლეს ემსახურები
Sputnik საქართველო
მას ბევრი პაციენტი ემადლიერება, ისინი თავის მადლიერებას ხშირად იმით გამოხატავენ, რომ წლობით ნანატრ შვილს მის სახელს არქმევენ. 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T17:20+0400
2022-11-11T17:20+0400
2022-11-11T20:24+0400
ინტერვიუ
ეს საინტერესოა
საინტერესო ადამიანები 
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251983789_0:333:1300:1064_1920x0_80_0_0_af1f32cde93914e7f1f0212d8cca663f.jpg
საუბარია „იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგ ნინო სამხარაძეზე, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრია და მუშაობს ისეთ პრობლემურ თემაზე, როგორიცაა უნაყოფობა.- ქალბატონო ნინო, ექიმობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო?- დიახ და სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია. ჩემს ცხოვრებაში იყო პოსტდიპლომური, ხუთწლიანი პრაქტიკული სწავლების პერიოდი, რასაც რეზიდენტურა ჰქვია და რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს მეან-გინეკოლოგი ვარ, ვამშობიარებ, საკეისრო და გინეკოლოგიურ ოპერაციებს ვაკეთებ. ასევე ამბულატორიულად მყავს ორსულები და გინეკოლოგიური პაციენტები.- დედობა როგორ ცვლის ადამიანს?- დედობა სრულიად ცვლის ქალს როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. იცვლება ადამიანის მიზნები და მისწაფებებიც. დედობის მერე ქალი გრძნობს, რომ შვილისთვის შეუძლებელსაც შეძლებს. მე დაოჯახებული არ ვარ, შვილი არ მყავს, მაგრამ იმდენჯერ ვარ დედა-შვილის პირველი შეხვედრის მომსწრე, რომ ზუსტად ვიცი, ეს რა გრძნობაა.- რა იწვევს ძირითადად უშვილობის პრობლემას?- მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, უნაყოფობის წილი 10-15%-ია. მცდარია შეხედულება, როდესაც უშვილობას მხოლოდ ქალის პრობლემად განიხილავენ, ეს წყვილის პრობლემაა. უნაყოფობა შეიძლება იყოს ორგანული, ფუნქციური, იმუნური, გენეტიკური ან უცნობი გენეზისის. დედობას ყველა ქალი იმსახურებს და თანამედროვე დამხმარე რეპროდუქტიულმა საშუალებებმა შვილის ყოლის ბედნიერება ბევრ წყვილს მიანიჭა.- კიდევ რა სახის პრობლემა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?-  არცთუ იშვიათია ფსიქოგენური უნაყოფობა. როდესაც ქალის ფიქრები მხოლოდ ორსულობაზე კონცენტრირდება და არ დგება ის ეტაპი, რომელიც ყველაზე სასურველია. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევრის როლი უმნიშვნელოვანესია.- გავიგე, რომ მადლიერი პაციენტები თავის ნანატრ შვილს ხშირად თქვენს სახელს არქმევენ...- როცა ქალი მისთვის ძვირფას არსებას ექიმის სახელს არქმევს, ეს პატივისცემის ყველაზე დიდი გამოვლენაა. ჩემ შემთხვევაში ასეთი ფაქტი რამდენჯერმე იყო და ეს ხომ იმის გარანტიაა, რომ ყოველთვის ემახსოვრება ექიმის წვლილი მის ბედნიერებაში. ექიმისთვის მადლიერების გამოხატველი სიტყვები ძალიან დიდი სტიმულია, გავიწყებს დაღლას და გაძლევს იმის ენერგიას, რომ მუშაობა შემართებით გააგრძელო. ექიმობა სიცოცხლის სამსახურია, მეან-გინეკოლოგები ერთდროულად ორ ან მეტ სიცოცხლეს ვემსახურებით. ამაზე მადლიანი პროფესია არ არსებობს...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2022
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251983789_0:211:1300:1186_1920x0_80_0_0_8f04463b5e8f4796929057c6b10eadc6.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ინტერვიუ, ეს საინტერესოა, საინტერესო ადამიანები 
ინტერვიუ, ეს საინტერესოა, საინტერესო ადამიანები 
პროფესია, რომლითაც სიცოცხლეს ემსახურები
17:20 11.11.2022  (განახლებულია: 20:24 11.11.2022) მას ბევრი პაციენტი ემადლიერება, ისინი თავის მადლიერებას ხშირად იმით გამოხატავენ, რომ წლობით ნანატრ შვილს მის სახელს არქმევენ.
საუბარია „იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგ ნინო სამხარაძეზე, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრია და მუშაობს ისეთ პრობლემურ თემაზე, როგორიცაა უნაყოფობა.
- ქალბატონო ნინო, ექიმობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო?
- დიახ და სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია. ჩემს ცხოვრებაში იყო პოსტდიპლომური, ხუთწლიანი პრაქტიკული სწავლების პერიოდი, რასაც რეზიდენტურა ჰქვია და რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს მეან-გინეკოლოგი ვარ, ვამშობიარებ, საკეისრო და გინეკოლოგიურ ოპერაციებს ვაკეთებ. ასევე ამბულატორიულად მყავს ორსულები და გინეკოლოგიური პაციენტები.
- დედობა როგორ ცვლის ადამიანს?
- დედობა სრულიად ცვლის ქალს როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. იცვლება ადამიანის მიზნები და მისწაფებებიც. დედობის მერე ქალი გრძნობს, რომ შვილისთვის შეუძლებელსაც შეძლებს. მე დაოჯახებული არ ვარ, შვილი არ მყავს, მაგრამ იმდენჯერ ვარ დედა-შვილის პირველი შეხვედრის მომსწრე, რომ ზუსტად ვიცი, ეს რა გრძნობაა.
- რა იწვევს ძირითადად უშვილობის პრობლემას?
- მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, უნაყოფობის წილი 10-15%-ია. მცდარია შეხედულება, როდესაც უშვილობას მხოლოდ ქალის პრობლემად განიხილავენ, ეს წყვილის პრობლემაა. უნაყოფობა შეიძლება იყოს ორგანული, ფუნქციური, იმუნური, გენეტიკური ან უცნობი გენეზისის. დედობას ყველა ქალი იმსახურებს და თანამედროვე დამხმარე რეპროდუქტიულმა საშუალებებმა შვილის ყოლის ბედნიერება ბევრ წყვილს მიანიჭა.
- კიდევ რა სახის პრობლემა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?
-  არცთუ იშვიათია ფსიქოგენური უნაყოფობა. როდესაც ქალის ფიქრები მხოლოდ ორსულობაზე კონცენტრირდება და არ დგება ის ეტაპი, რომელიც ყველაზე სასურველია. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევრის როლი უმნიშვნელოვანესია.
- გავიგე, რომ მადლიერი პაციენტები თავის ნანატრ შვილს ხშირად თქვენს სახელს არქმევენ...
- როცა ქალი მისთვის ძვირფას არსებას ექიმის სახელს არქმევს, ეს პატივისცემის ყველაზე დიდი გამოვლენაა. ჩემ შემთხვევაში ასეთი ფაქტი რამდენჯერმე იყო და ეს ხომ იმის გარანტიაა, რომ ყოველთვის ემახსოვრება ექიმის წვლილი მის ბედნიერებაში. ექიმისთვის მადლიერების გამოხატველი სიტყვები ძალიან დიდი სტიმულია, გავიწყებს დაღლას და გაძლევს იმის ენერგიას, რომ მუშაობა შემართებით გააგრძელო. ექიმობა სიცოცხლის სამსახურია, მეან-გინეკოლოგები ერთდროულად ორ ან მეტ სიცოცხლეს ვემსახურებით. ამაზე მადლიანი პროფესია არ არსებობს...