https://sputnik-georgia.com/20221111/iago-xvicia-saqartvelos-swirdeba-depolarizacia-da-ara-deoligarqizacia-272114534.html
საქართველოს სჭირდება არა დეოლიგარქიზაცია, არამედ დეპოლარიზაცია - იაგო ხვიჩია
საქართველოს სჭირდება არა დეოლიგარქიზაცია, არამედ დეპოლარიზაცია - იაგო ხვიჩია
Sputnik საქართველო
დეპოლარიზაცია იმიტომ გვჭირდება, რომ ერთმანეთთან დალაპარაკება შეგვეძლოს, განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა. 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T18:44+0400
2022-11-11T18:44+0400
2022-11-11T21:08+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_668de5249b1a912c1bc6aeedc1b77095.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ქვეყანას უფრო დეპოლარიზაცია სჭირდება, ვიდრე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება.ევროპულმა საბჭომ ივნისში აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა და დეოლიგარქიზაცია. კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება.დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ნაწილის უარზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე.„ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლებაც და მთავარი ოპოზიციაც რაღაცნაირად არის შეთქმული ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ერთი მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, ხოლო მეორე მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა არაფერზე გელაპარაკოს კონსენსუსის ენით“, – აღნიშნა ხვიჩიამ.ოპოზიციონერის თქმით, საბოლოოდ ქვეყანაში იღებენ კანონს, რომელიც „არავის არ სჭირდება და თავისი შინაარსით არც არავისზე არ ვრცელდება“.რატომ არის ოპოზიცია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგი?>>„ასეთი გაუგებრობები ხშირად მოხდება, როდესაც რეალურად შენ არ გინდა არაფრის შესრულება და ამ ყველაფერს სხვის დასანახად აკეთებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად ასახელებენ ბიძინა ივანიშვილს – მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერს.ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო>>მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_53:0:1194:856_1920x0_80_0_0_e1db515230cc96c5a5e0b88756e12452.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , საქართველო
საქართველოს სჭირდება არა დეოლიგარქიზაცია, არამედ დეპოლარიზაცია - იაგო ხვიჩია
18:44 11.11.2022 (განახლებულია: 21:08 11.11.2022) დეპოლარიზაცია იმიტომ გვჭირდება, რომ ერთმანეთთან დალაპარაკება შეგვეძლოს, განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ქვეყანას უფრო დეპოლარიზაცია სჭირდება, ვიდრე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება.
ევროპულმა საბჭომ ივნისში აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა და დეოლიგარქიზაცია. კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება.
„ჩვენ არ ვართ ამ კანონის მომხრე და მიგვაჩნია, რომ საერთოდ არ გვჭირდება... ჩვენ დეპოლარიზაცია გვჭირდება, რათა ერთმანეთთან საუბარი შევძლოთ. დეოლიგარქიზაციის ჩანაწერი არ შეიძლება გამოყენებული იყოს სიტუაციის მეტად ესკალაციისთვის და დაპირისპირების გასაზრდელად“, – განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ნაწილის უარზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე.
„ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლებაც და მთავარი ოპოზიციაც რაღაცნაირად არის შეთქმული ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ერთი მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, ხოლო მეორე მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა არაფერზე გელაპარაკოს კონსენსუსის ენით“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
ოპოზიციონერის თქმით, საბოლოოდ ქვეყანაში იღებენ კანონს, რომელიც „არავის არ სჭირდება და თავისი შინაარსით არც არავისზე არ ვრცელდება“.
„ასეთი გაუგებრობები ხშირად მოხდება, როდესაც რეალურად შენ არ გინდა არაფრის შესრულება და ამ ყველაფერს სხვის დასანახად აკეთებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად ასახელებენ ბიძინა ივანიშვილს – მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.