https://sputnik-georgia.com/20221111/1-dekembridan-zaladobis-msxverpli-da-mati-ojaxebi-kompensacias-miigeben-272099413.html
1 დეკემბრიდან ძალადობის მსხვერპლნი და მათი ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ
1 დეკემბრიდან ძალადობის მსხვერპლნი და მათი ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ
Sputnik საქართველო
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში კომპენსაციას ძალადობის ჩამდენი პირისგან ამოიღებენ. 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T11:13+0400
2022-11-11T11:13+0400
2022-11-11T16:44+0400
საქართველო
ძალადობა ოჯახში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/00/240480075_0:86:1835:1118_1920x0_80_0_0_607bc00a76f7b268a8585f2de7811fec.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ოჯახური ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლ პირებს მოსამართლეები ფულად კომპენსაციას დაუნიშნავენ, მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე.კომპენსაციის ოდენობა 10 ათას ლარამდე იქნება და იგი ოჯახური ძალადობის შედეგად დაღუპული ქალების შვილებს ან თავად ძალადობის მსხვერპლებს გადაეცემათ. კომპენსაციის ზუსტ ოდენობას სასამართლო განაჩენის გამოტანისას მიუთითებს.გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, კომპენსაციას ძალადობის ჩამდენი პირისგან ამოიღებენ. სახელმწიფო გადაიხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის ჩამდენი პირისთვის ჩამორთმეული ქონების ღირებულება განსაზღვრული კომპენსაციის 40%-ზე ნაკლები იქნება.ძალადობა ქალების მიმართ: „საქსტატის“ კვლევა დაიწყო>>>კომპენსაციის მისაღებად მსხვერპლად აღიარებულმა პირებმა ან მათმა შვილებმა უნდა მიმართონ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, სადაც უნდა წარადგინონ მთელი რიგი დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის გადახდის შესახებ.ძალადობის მსხვერპლები ან მათი შვილები კომპენსაციის მოთხოვნას სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სამი წლის მანძილზე შეძლებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/00/240480075_116:0:1720:1203_1920x0_80_0_0_a9c5f6af74c9f3467f5dafe854100d1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ძალადობა ოჯახში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ძალადობა ოჯახში , საზოგადოება, ახალი ამბები
1 დეკემბრიდან ძალადობის მსხვერპლნი და მათი ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ
11:13 11.11.2022 (განახლებულია: 16:44 11.11.2022) გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში კომპენსაციას ძალადობის ჩამდენი პირისგან ამოიღებენ.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ოჯახური ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლ პირებს მოსამართლეები ფულად კომპენსაციას დაუნიშნავენ, მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე.
კომპენსაციის ოდენობა 10 ათას ლარამდე იქნება და იგი ოჯახური ძალადობის შედეგად დაღუპული ქალების შვილებს ან თავად ძალადობის მსხვერპლებს გადაეცემათ. კომპენსაციის ზუსტ ოდენობას სასამართლო განაჩენის გამოტანისას მიუთითებს.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, კომპენსაციას ძალადობის ჩამდენი პირისგან ამოიღებენ. სახელმწიფო გადაიხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის ჩამდენი პირისთვის ჩამორთმეული ქონების ღირებულება განსაზღვრული კომპენსაციის 40%-ზე ნაკლები იქნება.
კომპენსაციის მისაღებად მსხვერპლად აღიარებულმა პირებმა ან მათმა შვილებმა უნდა მიმართონ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, სადაც უნდა წარადგინონ მთელი რიგი დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის გადახდის შესახებ.
ძალადობის მსხვერპლები ან მათი შვილები კომპენსაციის მოთხოვნას სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სამი წლის მანძილზე შეძლებენ.