რამდენი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ზამთრის პერიოდში

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
41 ავიაკომპანია მსოფლიოს 31 ქვეყანაში 61 მიმართულებით კვირაში საშუალოდ 390 რეისს შეასრულებს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. დამტკიცდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ავიაკომპანიების ფრენების განრიგი ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის – 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 მარტამდე, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, კვირაში საშუალოდ 390 რეისი შესრულდება, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ამის პარალელურად სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების მოთხოვნების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების შესახებ.

რეგულარულ სამგზავრო რეისებს 41 ავიაკომპანია მსოფლიოს 31 ქვეყანაში 61 მიმართულებით განახორციელებს.
საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტია: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება, საიდანაც თვითმფრინავები 32 მიმართულებით იფრენენ.
ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა>>>
რეისების რაოდენობით მეორე ადგილზეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ფრენები 26 მიმართულებით შესრულდება.
ზამთრის პერიოდში ყველაზე ნაკლები რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება – სულ 3 რეისი.
ამას გარდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2022-2023 წლის ზამთრის სეზონზე კომპანიები Cargolux და Turkish Cargo რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ რამდენიმე მიმართულებებით: ბაქო, ლუქსემბურგი, სტამბული, იზმირი.
ყველა ახალი ამბავი
0