ლია მიქაძის გახსენება: ტელევიზიაზე ჩემს ცხოვრებაში არ ვიფიქრებდი

© courtesy of Lia Mikadzeლია მიქაძე
ლია მიქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
დღეს საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი, ქალბატონი ლია მიქაძე გარდაიცვალა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა მასთან შვიდი წლის წინ ჩაწერა...
- ქალბატონო ლია, მართალია, რომ სატელევიზიო ეთერისკენ მიმავალი გზა ბატონმა მიშა თუმანიშვილმა გაგიხსნათ?
— ნამდვილად ასე იყო. ტელევიზიაზე ჩემს ცხოვრებაში არ ვიფიქრებდი. დედას მოსკოვში ხშირად დავყავდი და ტელევიზიაზე გარკვეული წარმოდგენა მქონდა, მაგრამ შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცოდი. მოკლედ, ვინც მოსკოვში ჩადიოდა, მერე ტელევიზიაზე აღფრთოვანებული ჰყვებოდა – ეს რა კარგი რამეაო. იმ პერიოდში თბილისში კაკო ძიძიგურს საქართველოს ტელევიზიისთვის თანამშრომელები უნდა აეყვანა და ამისთვის დიქტორთა კონკურსი გამოცხადდა. მიშა თუმანიშვილმა, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო, ამ კონკურსზე ჩემი ფოტოები ისე გაგზავნა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. 19 წლის ვიყავი, როცა ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე.
© ეროვნული არქივილია მიქაძე
ლია მიქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
ლია მიქაძე
- ბუნებრივია, თავიდან ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა…
— რასაკვირველია. როდესაც ტელევიზიაში მივედი, მაშინ ვიწრო ფირი არც არსებობდა. საინფორმაციო მასალას ფოტოებზე ვიღებდით და ეთერში ისე გადიოდა. იმ საინფორმაციოს ერქვა „რა ხდება დედაქალაქში“, რომელიც წლინახევრის მერე „მოამბე“ გახდა. მაშინ არანაირი ტექნიკური საშუალება არ გვქონდა. ეს იყო პატარა სადიქტორო სტუდია, საიდანაც ახალი ამბები უნდა წაგვეყვანა. ის ოთახი 42 კვადრატული მეტრი იყო და იქ ერთი კამერა იდგა. მერე, ერთი წლის შემდეგ მეორე კამერაც შემოიტანეს და ცოტა ამოვისუნთქეთ. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ვიწრო ფირიც შემოვიდა. მოგვიანებით მოსკოვში სიარული დავიწყეთ ჩვენი გადაცემებით. პირველად საკავშირო ცენტრალური ტელევიზიის ეთერში ჩვენი გადაცემით 1959 წელს გავედით, როცა მთელი საღამო გაკეთდა. ყველა რესპუბლიკას თვეში ერთხელ ერთ საღამოს უთმობდნენ. აქ ყველა დარგი უნდა ყოფილიყო გაშუქებული: ახალი ამბები, საბავშვო თემატიკა, კულტურა, სპორტი.
- თქვენს სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა, არასაბჭოური გარეგნობის ქალბატონი იყავით…
— ალბათ იმიტომ, რომ ღია ფერები და არაქართული, ევროპული გარეგნობა მქონდა.
© ეროვნული არქივილია მიქაძე და ბარბარა ბრილსკა
ლია მიქაძე და ბარბარა ბრილსკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
ლია მიქაძე და ბარბარა ბრილსკა
- საკავშირო ტელევიზიის დიქტორებთან თუ გქონდათ ურთიერთობა?
— ცენტრალური ტელევიზიის მთელ სადიქტორო ჯგუფთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ესენი იყვნენ იგორ კირილოვი, ვალია ლეონტიევა, ანა შილოვა, ნინა კონდრატოვა. ვინც ჩამოვთვალე, აქედან მხოლოდ კირილოვია ცოცხალი. საერთოდ, ვინც ცოცხალია, მათ მოსკოვში ხელის გულზე ატარებენ, ტელევიზიით გადაცემებიც კი მიჰყავთ.
- სხვა პროფესიის ადამიანებისგან განსხვავებით თქვენ უფრო გქონდათ უცხოელებთან ურთიერთობისა და საზღვარგარეთ მოგზაურობის საშუალება, ამ მხრივ რა გახსენდებათ?
— ჩვენთან ბევრი უცხოელი სტუმარი ჩამოდიოდა. მახსენდება, ჩამოსული იყო იტალიური კინოს ვარსკვლავი ლუჩია ბოზე და მისი ქმარი, ცნობილი ტორეადორი დომენგინი. ტელევიზია ახალი გახსნილი იყო, 7 თუ 10 იანვარი იყო, როცა ჩვენთან „მეტროპოლიტენის“ თეატრის პრიმა ბალერინა იყო ჩამოსული. ეს იყო ჩვენი პირველი უცხოელი სტუმარი. რაც შეეხება უცხოეთში გასვლას, 1966 წელს მე, როგორც „გოქსის“ წევრი, ამერიკაში ვიყავი. „გოქსი“ უცხოეთთან საზოგადოებრივი კავშირი იყო და ამ ხაზით რომ დავდიოდით, ძალიან საინტერესო ხალხს ვხვდებოდით. ამერიკაში საქართველოდან ვიყავით აკაკი ხორავა, იონა ტუსკია და მე, მოსკოვიდან კი იყვნენ გიორგი ტოვსტონოგოვი და ვერა მარეცკაია. ჩვენ მოვიარეთ მთელი ამერიკა, კანადა, შემდეგ ბელგია. მაგრამ ეს არ იყოს უცხოეთში ჩემი პირველი გასვლა, მანამდე ჩეხეთში ვიყავით.
ლია მიქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გარდაიცვალა საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანი ლია მიქაძე
- როგორი იყო საბჭოთა ადამიანის ამერიკული შთაბეჭდილებები?
— იცით რა ხდება? მე ისეთ ხალხთან და ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, რომ ჩემთვის ბევრი რამ უცხო მაინც არ იყო. დედა ექიმი მყავდა, დედის მხრიდან კი იყვნენ მედიცინაში სხვადასხვა სკოლების დამაარსებლები – პეტრე სარაჯიშვილი, მამამთავრიშვილი, ერისთავი. ჩემი დეიდაშვილი იყო ტოვსტონოგოვის მოსწავლე, ერთ-ერთი პირველი თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე. ასეთი ხალხი ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში.
- გიორგი ტოვსტონოგოვზე ალბათ ცალკე უნდა შევჩერდეთ…
— ტოვსტონოგოვი, გიორგი ალექსანდროვიჩი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მაშინ არ იყო მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი და თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა. ვინც კი ცნობილი გვყავდა, ძალიან ბევრი საუკეთესო მსახიობი, ყველა მან გაზარდა. ზოგიერთს შეგახსენებთ: გოგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, ლენა ყიფშიძე და ამ თაობის ყველა მსახიობი! გიორგი ალექსანდროვიჩთან ერთად ამერიკაშიც ვიყავი და ჩვენი მეგობრობა მერეც გავაგრძელეთ. ლენინგრადში როცა ჩავდიოდი, აუცილებლად უნდა მივსულიყავი თეატრში და გიორგი ალექსანდროვიჩი და მისი ოჯახის წევრები მენახა. მას არაჩვეულებრივი დედა და და ჰყავდა. მისი და ნათელა ახლახან გარდაიცვალა. მისი მეუღლე ჟენია არაჩვეულებრივი მსახიობი იყო, რომელიც ტოვსტონოგოვმა მერე პეტერბურგში გადაიყვანა.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0