https://sputnik-georgia.com/20221109/xelisuflebam-wamlebis-gaiafebis-gzas-miagno-kanonsi-cvlileba-sedis-272062014.html
ხელისუფლებამ მედიკამენტების გაიაფების გზას მიაგნო: კანონში ცვლილება შედის
ხელისუფლებამ მედიკამენტების გაიაფების გზას მიაგნო: კანონში ცვლილება შედის
Sputnik საქართველო
რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. 09.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-09T21:00+0400
2022-11-09T21:00+0400
2022-11-09T22:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450819_0:96:1921:1176_1920x0_80_0_0_a8911d878d9656530802158b7518f8c5.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. 2023 წლიდან საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამოქმედდება. ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.ცვლილება შედის საქართველოს კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონებში. სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, აღნიშნეს მთავრობაში.რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება საშუალოდ 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, მომდევნო წლის ბოლომდე კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით 2022 წლის მარტიდან თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს.ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასების დანერგვასთან ერთად გაძლიერდება მონიტორინგი აღსრულების ნაწილში – კანონში შედის ცვლილება, რომელიც სხვადასხვა ტიპის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს.ახალი წესებით აფთიაქებს მოეთხოვებათ ინფორმაციის ონლაინ წარდგენა. ჯანდაცვის სამინისტროს კი ექნება წვდომა მათ მონაცემთა ბაზებზე, რაც უწყების სპეციალისტებს მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგის საშუალებას მისცემს.2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.ფარმაცევტული სფეროს სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმოს კვლევების შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450819_112:0:1807:1271_1920x0_80_0_0_fba2a0c6dd02b92b306fa7782a7f6837.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ხელისუფლებამ მედიკამენტების გაიაფების გზას მიაგნო: კანონში ცვლილება შედის
21:00 09.11.2022 (განახლებულია: 22:45 09.11.2022) რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. 2023 წლიდან საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამოქმედდება. ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.
ცვლილება შედის საქართველოს კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონებში. სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, აღნიშნეს მთავრობაში.
რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება საშუალოდ 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.
პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, მომდევნო წლის ბოლომდე კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით 2022 წლის მარტიდან თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს.
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასების დანერგვასთან ერთად გაძლიერდება მონიტორინგი აღსრულების ნაწილში – კანონში შედის ცვლილება, რომელიც სხვადასხვა ტიპის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს.
„სანქციები პირველ შემთხვევაზე გაფრთხილებას გულისხმობს, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე 5 ათასიდან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას როგორც საცალო ქსელში მყოფი აფთიაქების, ასევე დისტრიბუტორების და საბითუმოდ მოვაჭრეების“, – განაცხადა აზარაშვილმა ბრიფინგზე.
ახალი წესებით აფთიაქებს მოეთხოვებათ ინფორმაციის ონლაინ წარდგენა. ჯანდაცვის სამინისტროს კი ექნება წვდომა მათ მონაცემთა ბაზებზე, რაც უწყების სპეციალისტებს მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგის საშუალებას მისცემს.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ფარმაცევტული სფეროს სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმოს კვლევების შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.