ღარიბაშვილი: საქართველოს ევროპისთვის ენერგიის მიწოდება შეუძლია

© photo: Sputnik / Ilya Shaimushin / გადასვლა მედიაბანკშიელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
მსგავსი პროექტის განსახორციელებლად სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, თუმცა ამის მიღწევა შესაძლებელია, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის წყალობით საქართველო შეძლებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ევროპის ენერგომომარაგებაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში“.
შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის (TL) გაყვანის პროექტი საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს.

„საქართველოს შეუძლია სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ამ მიზნით შავ ზღვაში საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეს სტრატეგიული პროექტი ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის მწვანე განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტის განსახორციელებლად სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, თუმცა ამის მიღწევა შესაძლებელია.
უნგრეთს ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება სურს >>
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1.195 კმ სიგრძის 1.000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.
ყველა ახალი ამბავი
0