https://sputnik-georgia.com/20221108/uflebamosilebis-sewyveta-kanonieria-sakonstitucio-sasamartlom-natelasvils-upasuxa-272034838.html
უფლებამოსილების შეწყვეტა კანონიერია: საკონსტიტუციო სასამართლომ ნათელაშვილს უპასუხა
უფლებამოსილების შეწყვეტა კანონიერია: საკონსტიტუციო სასამართლომ ნათელაშვილს უპასუხა
Sputnik საქართველო
ბოიკოტის უფლების მთელ ვადაზე განვრცობა დააზარალებს პლურალისტური პარლამენტის იდეას, შეაფერხებს საპარლამენტო ცხოვრებაში განსხვავებულ აზრთა ცირკულაციას, ნათქვამია... 08.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-08T22:11+0400
2022-11-08T22:11+0400
2022-11-08T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/08/249964922_2:0:950:533_1920x0_80_0_0_85791a3c2331ac7871928781cdd76ab9.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის სარჩელი, რომელიც მისი სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის არაკონსტიტუციურად აღიარებას მოითხოვდა.საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 15 თებერვალს ნათელაშვილს მანდატი ჩამოართვა. ამის მიზეზად სხდომების დაუსაბუთებელი გაცდენები დასახელდა. დეპუტატი პარლამენტში პირველად უფლებამოსილების შეწყვეტამდე ხუთი დღით ადრე და მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ გამოჩნდა. ნათელაშვილი აცხადებდა, რომ საპარლამენტო მუშაობაზე უარს ბოიკოტის გამო ამბობდა.გარდა ამისა, სასამართლომ „ბოიკოტის“ ტერმინი განმარტა.საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, დემოკრატიულ სახელმწიფოში საპარლამენტო ბოიკოტი რიგ შემთხვევებში პოლიტიკური ბრძოლის დასაშვებ მექანიზმს წარმოადგენს საზოგადოების ინტერესების სასიკეთოდ, რომელსაც პოლიტიკური აქტორები იყენებენ სტრატეგიული თუ ტაქტიკური კუთხით, გარკვეული საკითხების მწვავედ დაყენებისა თუ მათი რეზონანსულობის წარმოსაჩენად, თუმცა იგი არ გულისხმობს პარლამენტის წევრთა უფლებას – მთელი ვადის განმავლობაში არცერთ სხდომაში არ მიიღონ მონაწილეობა ბოიკოტის უფლებაზე დაყრდნობით.სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის ბოიკოტის უფლების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მთელ ვადაზე განვრცობა დააზარალებს პლურალისტური პარლამენტის იდეას, შეაფერხებს საპარლამენტო ცხოვრებაში განსხვავებულ აზრთა ცირკულაციას, კანონმდებლობის კონკურენტულ, განსხვავებულ მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის პირობებში მიღებას.შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა >>სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ნათელაშვილს არ გაუვლია ყველა პროცედურა პოლიტიკური ბოიკოტის გამოსაცხადებლად და, ამგვარად, მის მიერ პარლამენტის სხდომების გაცდენები არასაპატიო მიზეზით მოხდა.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ერთი სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის გამო ხდება. ამავე დებულებაში ნათქვამია, რომ ბოიკოტი საპატიო მიზეზად ჩაითვლება, თუ დეპუტატი ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად შეატყობინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/08/249964922_120:0:831:533_1920x0_80_0_0_3c8cb7a859fb471aba13f7349ffaab2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
უფლებამოსილების შეწყვეტა კანონიერია: საკონსტიტუციო სასამართლომ ნათელაშვილს უპასუხა
22:11 08.11.2022 (განახლებულია: 22:29 08.11.2022) ბოიკოტის უფლების მთელ ვადაზე განვრცობა დააზარალებს პლურალისტური პარლამენტის იდეას, შეაფერხებს საპარლამენტო ცხოვრებაში განსხვავებულ აზრთა ცირკულაციას, ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის სარჩელი, რომელიც მისი სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის არაკონსტიტუციურად აღიარებას მოითხოვდა.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 15 თებერვალს ნათელაშვილს მანდატი ჩამოართვა. ამის მიზეზად სხდომების დაუსაბუთებელი გაცდენები დასახელდა. დეპუტატი პარლამენტში პირველად უფლებამოსილების შეწყვეტამდე ხუთი დღით ადრე და მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ გამოჩნდა. ნათელაშვილი აცხადებდა, რომ საპარლამენტო მუშაობაზე უარს ბოიკოტის გამო ამბობდა.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი სამართლიან ბალანსს აწესებს პარლამენტის წევრის მიერ პოლიტიკური ბოიკოტის გამოხატვის უფლებასა და მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს შორის და, შესაბამისად, მოსარჩელისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სასამართლომ „ბოიკოტის“ ტერმინი განმარტა.
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, დემოკრატიულ სახელმწიფოში საპარლამენტო ბოიკოტი რიგ შემთხვევებში პოლიტიკური ბრძოლის დასაშვებ მექანიზმს წარმოადგენს საზოგადოების ინტერესების სასიკეთოდ, რომელსაც პოლიტიკური აქტორები იყენებენ სტრატეგიული თუ ტაქტიკური კუთხით, გარკვეული საკითხების მწვავედ დაყენებისა თუ მათი რეზონანსულობის წარმოსაჩენად, თუმცა იგი არ გულისხმობს პარლამენტის წევრთა უფლებას – მთელი ვადის განმავლობაში არცერთ სხდომაში არ მიიღონ მონაწილეობა ბოიკოტის უფლებაზე დაყრდნობით.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის ბოიკოტის უფლების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მთელ ვადაზე განვრცობა დააზარალებს პლურალისტური პარლამენტის იდეას, შეაფერხებს საპარლამენტო ცხოვრებაში განსხვავებულ აზრთა ცირკულაციას, კანონმდებლობის კონკურენტულ, განსხვავებულ მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის პირობებში მიღებას.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ნათელაშვილს არ გაუვლია ყველა პროცედურა პოლიტიკური ბოიკოტის გამოსაცხადებლად და, ამგვარად, მის მიერ პარლამენტის სხდომების გაცდენები არასაპატიო მიზეზით მოხდა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ერთი სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის გამო ხდება. ამავე დებულებაში ნათქვამია, რომ ბოიკოტი საპატიო მიზეზად ჩაითვლება, თუ დეპუტატი ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად შეატყობინებს.