საქართველო ლონდონში მსოფლიო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

© Pixabay / fotofan1ლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
სპეციალურად პროფესიონალებზე გათვლილ გამოფენაზე დაახლოებით 5 ათასი კომპანიაა წარმოდგენილი.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში World Travel Market (WTM) - 2022 მონაწილეობს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
World Travel Market 1980 წლიდან მსოფლიოს ტურისტული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა და გათვლილია პროფესიონალებზე. რიგით 43-ე გამოფენა 7–9 ნოემბერს ლონდონის ერთ-ერთ უდიდეს თანამედროვე საგამოფენო სივრცე ExCel-ში მიმდინარეობს.
გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს. გამოფენის მონაწილეებს აქვთ საშუალება, გაიცნონ ბიზნესის წარმომადგენლები ტურისტული პროდუქტებითა და მიმართულებებით.
გამოფენას 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. იქ წარმოდგენილია 5 ათასზე მეტი კომპანია. გამოფენას ყოველ წელს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან მინისტრები ტურიზმის საკითხებში და ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამ სფეროს მიმართულებით.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას მთელი მსოფლიოდან 3 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.
ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 10 ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0