https://sputnik-georgia.com/20221108/raribasvili-saqartvelos-energosistema-ert-erti-yvelaze-suftaa-msofliosi-272035372.html
ღარიბაშვილი: საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა მსოფლიოში
ღარიბაშვილი: საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა მსოფლიოში
Sputnik საქართველო
საქართველო მიზნად ისახავს 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ამისთვის მას სხვა ქვეყნების დახმარება დასჭირდება, განაცხადა... 08.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-08T22:43+0400
2022-11-08T22:43+0400
2022-11-08T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272031258_233:264:1280:853_1920x0_80_0_0_3fe11874f9fb2daab57578d6fe387465.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა მსოფლიოში და მისი დიდი ნაწილი დამოკიდებულია განახლებადი ენერგიის წყაროებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე გამოსვლისას.გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია შარმ-ელ-შეიხში 6 ნოემბერს დაიწყო. მან ხელი უნდა შეუწყოს ადრე შეთანხმებული გეგმების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას.ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად წინ წაიწია გლობალური დათბობის საპრევენციო ღონისძიებების კუთხით.„საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმების ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და აქვს 2025 წელს ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის გაზრდის ამბიცია. საქართველომ კლიმატის ცვლილების მეტად ყოვლისმომცველი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა 2030 წლისთვის, იმისათვის, რომ მოხდეს კლიმატის ცვლილების ამბიციური დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობა და შედეგების შერბილება“, - აღნიშნა პრემიერმა.მან აღნიშნა, რომ საქართველო მიზნად ისახავს 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ამისთვის მას სხვა ქვეყნების დახმარება დასჭირდება.საქართველოს პრემიერი: გავერთიანდეთ პლანეტის მომავლისათვის >>„წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნები წარმოადგენენ გამონაბოლქვების შემცირების განახლებულ გეგმებს, რომელთა მიხედვითაც 2100 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 1,5 გრადუს ცელსიუსით მეტი არ უნდა გაიზარდოს.დღის წესრიგში პირველად დადგება კომპენსაციის საკითხი. კომპენსაციები უნდა გადაუხადონ იმ ქვეყნებს, რომლებმაც კლიმატური კრიზისის გამო „უწყვეტი დანაკარგი და გამოუსწორებელი ზიანი" განიცადეს. ეს არის ძირითადად გლობალური სამხრეთის რეგიონები (ლათინური ამერიკა, აფრიკა, აზია და ოკეანია).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272031258_340:290:1091:853_1920x0_80_0_0_8477ad77d47e879b47a5790827c3676e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გაერო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გაერო
ღარიბაშვილი: საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა მსოფლიოში
საქართველო მიზნად ისახავს 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ამისთვის მას სხვა ქვეყნების დახმარება დასჭირდება, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა მსოფლიოში და მისი დიდი ნაწილი დამოკიდებულია განახლებადი ენერგიის წყაროებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე გამოსვლისას.
გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია შარმ-ელ-შეიხში 6 ნოემბერს დაიწყო. მან ხელი უნდა შეუწყოს ადრე შეთანხმებული გეგმების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას.
„საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. მისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია. გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად წინ წაიწია გლობალური დათბობის საპრევენციო ღონისძიებების კუთხით.
„საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმების ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და აქვს 2025 წელს ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის გაზრდის ამბიცია. საქართველომ კლიმატის ცვლილების მეტად ყოვლისმომცველი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა 2030 წლისთვის, იმისათვის, რომ მოხდეს კლიმატის ცვლილების ამბიციური დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობა და შედეგების შერბილება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო მიზნად ისახავს 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ამისთვის მას სხვა ქვეყნების დახმარება დასჭირდება.
„წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნები წარმოადგენენ გამონაბოლქვების შემცირების განახლებულ გეგმებს, რომელთა მიხედვითაც 2100 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 1,5 გრადუს ცელსიუსით მეტი არ უნდა გაიზარდოს.
დღის წესრიგში პირველად დადგება კომპენსაციის საკითხი. კომპენსაციები უნდა გადაუხადონ იმ ქვეყნებს, რომლებმაც კლიმატური კრიზისის გამო „უწყვეტი დანაკარგი და გამოუსწორებელი ზიანი" განიცადეს. ეს არის ძირითადად გლობალური სამხრეთის რეგიონები (ლათინური ამერიკა, აფრიკა, აზია და ოკეანია).