https://sputnik-georgia.com/20221108/deputati-opozicias-antisaxelmwipoebriv-qmedebebshi-adanashaulebs-272024296.html
დეპუტატი ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს
დეპუტატი ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
„რადიკალური ოპოზიცია“ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს ეწევა, აცხადებენ მმართველ პარტიაში. 08.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-08T16:13+0400
2022-11-08T16:13+0400
2022-11-08T20:08+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060821_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_36785ccedb5853b32043314db77dfd8d.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკომისიის პირობების შესრულების გზაზე ანტისახელმწიფოებრივ ძალისხმევას ეწევა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს ეწევა.„ისინი აგრძელებენ იმავე მოქმედებას, რასაც აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის განხილვის დროს – ცდილობენ დაბლოკონ საქართველოს ევროინტეგრაცია და დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.თალაკვაძემ ასევე დაადანაშაულა ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ლობირებაში, ხოლო ქვეყნის შიგნით უმოქმედობასა და ბოიკოტში.წულუკიანი: დეკემბერში ევროკავშირს ხელშესახებ შედეგებს წარვუდგენთ>>>„ეს არის ოპოზიციის ძალისხმევა საქართველოს ევროპული მომავლისათვის, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის და, შესაბამისად, მათი ამომრჩევლის არჩევანიც არის. პარლამენტი კი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060821_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_1fe2f49e1508caa5ea8be56360e38904.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
დეპუტატი ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს
16:13 08.11.2022 (განახლებულია: 20:08 08.11.2022) „რადიკალური ოპოზიცია“ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს ეწევა, აცხადებენ მმართველ პარტიაში.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკომისიის პირობების შესრულების გზაზე ანტისახელმწიფოებრივ ძალისხმევას ეწევა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ისინი (ოპოზიცია) დგანან და შორიდან ილანძღებიან, დასჩხავიან ამ 12 პუნქტს და ამბობენ, რომ 95%-ით ვერ მივიღებთ (კანდიდატის სტატუსს). დაჯექით ამ სამუშაო ჯგუფში და იმუშავეთ. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალისხმევა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს ეწევა.
„ისინი აგრძელებენ იმავე მოქმედებას, რასაც აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის განხილვის დროს – ცდილობენ დაბლოკონ საქართველოს ევროინტეგრაცია და დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თალაკვაძემ ასევე დაადანაშაულა ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ლობირებაში, ხოლო ქვეყნის შიგნით უმოქმედობასა და ბოიკოტში.
„ეს არის ოპოზიციის ძალისხმევა საქართველოს ევროპული მომავლისათვის, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის და, შესაბამისად, მათი ამომრჩევლის არჩევანიც არის. პარლამენტი კი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.