https://sputnik-georgia.com/20221105/wulukiani-dekembersi-evrokavsirs-xelsesaxeb-seedgebs-warvudgnet-271958670.html
წულუკიანი: დეკემბერში ევროკავშირს ხელშესახებ შედეგებს წარვუდგენთ
წულუკიანი: დეკემბერში ევროკავშირს ხელშესახებ შედეგებს წარვუდგენთ
Sputnik საქართველო
წულუკიანის განცხადებით, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციის სულ რამდენიმე წარმომადგენელმა იმუშავეს. 05.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-05T22:04+0400
2022-11-05T22:04+0400
2022-11-05T22:04+0400
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები
თეა წულუკიანი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_681d5c5a8a3c827e8ef3c90a2addef94.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დეკემბერში ღირსეულად წარდგება ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე, როდესაც რეფორმებსა და განსაზღვრულ დროში განხორციელებულ ხელშესახებ შედეგებს წარვადგენთ, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება — მათ შორის, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციის სულ რამდენიმე წარმომადგენელმა იმუშავეს აქტიურად.1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_209:171:1118:853_1920x0_80_0_0_f398036afdc4e530d5e36df3b86cb863.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, თეა წულუკიანი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, თეა წულუკიანი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
წულუკიანი: დეკემბერში ევროკავშირს ხელშესახებ შედეგებს წარვუდგენთ
წულუკიანის განცხადებით, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციის სულ რამდენიმე წარმომადგენელმა იმუშავეს.
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დეკემბერში ღირსეულად წარდგება ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე, როდესაც რეფორმებსა და განსაზღვრულ დროში განხორციელებულ ხელშესახებ შედეგებს წარვადგენთ, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება — მათ შორის, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ამის იქით უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, გამოსწორდება თუ არა, ჩემი პირადი აზრით, ის უსამართლობა, რომელიც უკავშირდებოდა მოლდოვისა და უკრაინისთვის ერთი ტიპის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი ერთი რანგით დაბალი სტატუსის მინიჭებას“, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციის სულ რამდენიმე წარმომადგენელმა იმუშავეს აქტიურად.
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.