თავისუფალი ჭიდაობა: საქართველოს ნაკრებმა ოთხი ოქრო მოიპოვა

© courtesy of GeoWrestlingსაქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
ესტონეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოდან ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ტალინში ოლიმპიური ჩემპიონის კრისტიან პალუსალუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები (U23) ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ოთხივემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლები აიღეს: გიორგი შონიამ (65 კგ), ლუკა მარიამიძემ (74 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და გიგა შავაძემ (125 კგ).
ამასთან, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მონაწილე 12 ქვეყნის ნაკრებებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. გუნდური ჩემპიონობისთვის დაწესებული თასი საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ზურაბ ჭიღლაძეს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0