https://sputnik-georgia.com/20221107/raribasvilma-saqartvelos-mosaxleobas-erekleoba-miuloca-271983499.html
ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას „ერეკლეობა“ მიულოცა
ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას „ერეკლეობა“ მიულოცა
Sputnik საქართველო
დღეს ერეკლე მეორის დაბადებიდან 302 წელი შესრულდა. 07.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-07T12:13+0400
2022-11-07T12:13+0400
2022-11-07T15:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
თელავი
კახეთი
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791989_0:78:1280:799_1920x0_80_0_0_b61373d5d8eb31b2022c436c035d842c.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას „ერეკლეობა“ მიულოცა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია კახეთში.თელავში ყოველ წელს ზეიმობენ „თელავქალაქობას“, ანუ „ერეკლეობას“. ეს კახელების ტრადიციული სახალხო ზეიმია. ეს დღე მიიჩნევა მეფე ერეკლე მეორის დაბადების დღედ. დღეს მისი დაბადებიდან 302 წელი შესრულდა.ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, ერეკლე მეორემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის, განათლების, კულტურის განვითარებისთვის.„ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას – სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას… მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის“, – დაწერა ღარიბაშვილმა.დღესასწაულთან დაკავშირებით თელავში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, ხოლო მოვლენების ცენტრი ერეკლე მეორის მუზეუმის ტერიტორია გახდება. „ბატონის ციხეში“ გახსნილია თემატური პავილიონები, დამონტაჟებულია სცენა და დეკორაციები.„ერეკლეობის“ დღესასწაულის ფარგლებში დასახელდებიან თელავის საპატიო მოქალაქეები. საღამოს გალა-კონცერტი გაიმართება.ადგილობრივ ეკლესიაში დილიდან წირვა აღევლინება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
თელავი
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791989_215:0:1280:799_1920x0_80_0_0_4c31d83c6c58488082701c8b343c1f36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თელავი, კახეთი , საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, თელავი, კახეთი , საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას „ერეკლეობა“ მიულოცა
12:13 07.11.2022 (განახლებულია: 15:51 07.11.2022) დღეს ერეკლე მეორის დაბადებიდან 302 წელი შესრულდა.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას „ერეკლეობა“ მიულოცა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია კახეთში.
თელავში ყოველ წელს ზეიმობენ „თელავქალაქობას“, ანუ „ერეკლეობას“. ეს კახელების ტრადიციული სახალხო ზეიმია. ეს დღე მიიჩნევა მეფე ერეკლე მეორის დაბადების დღედ. დღეს მისი დაბადებიდან 302 წელი შესრულდა.
„გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს“, – ნათქვამია ღარიბაშვილის მისალოც წერილში სოციალურ ქსელში.
ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, ერეკლე მეორემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის, განათლების, კულტურის განვითარებისთვის.
„ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას – სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას… მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
დღესასწაულთან დაკავშირებით თელავში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, ხოლო მოვლენების ცენტრი ერეკლე მეორის მუზეუმის ტერიტორია გახდება. „ბატონის ციხეში“ გახსნილია თემატური პავილიონები, დამონტაჟებულია სცენა და დეკორაციები.
„ერეკლეობის“ დღესასწაულის ფარგლებში დასახელდებიან თელავის საპატიო მოქალაქეები. საღამოს გალა-კონცერტი გაიმართება.
ადგილობრივ ეკლესიაში დილიდან წირვა აღევლინება.