მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისარმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სავარაუდო დრო დაასახელა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ნოემბერი − Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს სწრაფად და სრული მოცულობით დაასრულოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმები, მისი ევროპულ გაერთიანებში ინტეგრაცია 2024 წლამდე რეალისტურად გამოიყურება, განაცხადა სამეზობლო და გაფართოების საკითხთა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ.

„იმ მასშტაბური სამუშაოს გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის შიდა ბაზარში და ევროპული პოლიტიკის ბევრ მნიშვნელოვან სფეროში მონაწილეობის მოსამზადებლად, გაწევრიანების სამზადისს, სავარაუდოდ, ერთ ან ორ წელზე მეტი დასჭირდება“, − აღნიშნა ვარჰელიმ გაზეთ Welt am Sonntag-თან საუბრისას.

ამასთან ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ცდილობს დააჩქაროს რეფორმების რეალიზაცია, რაც „პოზიტიური“ ქმედებაა, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული ვადების შეთანხმება შეუძლებელია.
თავის მხრივ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეპანიშინამ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას მომავალი წლის ბოლომდე გეგმავს. მისი აზრით, რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, მაგალითად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მართლმსაჯულების სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0