მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფრენა საწოლით: მსოფლიოს ყველაზე მაღალმა ქალმა პირველად იმგზავრა თვითმფრინავით - ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ნოემბერი − Sputnik. მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ქალმა რუმეისა გელგიმ ცხოვრებაში პირველად იმგზავრა თვითმფრინავით, რაც მანამდე შეუძლებელი იყო მისი სიმაღლიდან გამომდინარე.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი თურქეთიდან სან-ფრანცისკოში ფრენა Turkish Airlines-მა უზრუნველყო, რომელმაც თავისი ერთ-ერთი თვითმფრინავის სალონი სპეციალურად გადააკეთა და რუმეისა გელგის მოთხოვნებს მოარგო. ავიაკომპანიამ სალონიდან ექვსი სავარძელი აიღო და იქ საწოლი ჩადგა, რომელზე წამოწოლილმაც იმგზავრა „უმაღლესმა“ ქალმა.

„ეს იყო თავიდან ბოლომდე უზადო მგზავრობა. თვითმფრინავით პირველად ვიფრინე, მაგრამ არა უკანასკნელად“, − დაწერა მან სოციალურ ქსელში.

თურქეთის მოქალაქე, 25 წლის რუმეისა გელგი გინესის რეკორდების წიგნშია შესული. მისი სიმაღლე 215,16 სმ-ია. ქალს ვივერის სინდრომი აქვს − იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ძვლები ანომალიურად იზრდება.
რუმეისა პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობს. შეერთებულ შტატებში ის ექვსი თვით დარჩება, რათა კარიერული წინსვლა განაგრძოს და გინესის რეკორდების წიგნთან ითანამშრომლოს.
ყველა ახალი ამბავი
0