ახალგაზრდა მოფარიკავემ ევროპის თასზე თურქეთში შესანიშნავად იასპარეზა

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaალექსანდრა კუვაევა
ალექსანდრა კუვაევა - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
15 წლის სპორტსმენმა თერთმეტივე ასპარეზობა მოიგო.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა სტამბულში კადეტთა შორის ევროპის თასის EFC Circuit მფლობელი გახდა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
15 წლის სპორტსმენმა საქართველოდან ტურნირზე 11 ორთაბრძოლა გამართა და 11-ვე მოიგო, აღნიშნეს უწყებაში. ფინალში მან ბულგარელ კალინა ატანასოვას მოუგო – 15:12.
ქართველმა მოფარიკავეებმა ტურნირში მონაწილეობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიიღეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0