რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა

© courtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
გამოწერა
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის რიგი საკითხები განიხილა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და აქტუალური საკითხების შესახებ.
გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-სექტემბერში 798,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 60,4%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო ცხრა თვეში სომხეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ორჯერ გაიზარდა და 366,1 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0