https://sputnik-georgia.com/20221106/erekleoba-2022--271973640.html
ხვალ თელავში „ერეკლეობა 2022“ აღინიშნება
ხვალ თელავში „ერეკლეობა 2022“ აღინიშნება
Sputnik საქართველო
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გამოვლინდებიან თელავის საპატიო მოქალაქეები 06.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-06T18:11+0400
2022-11-06T18:11+0400
2022-11-06T18:11+0400
ახალი ამბები
თელავი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24691/88/246918860_1:0:1100:618_1920x0_80_0_0_d97f8bd677e912c0c9cd22952940ab12.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ხვალ, 7 ნოემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან სხვადასხვა პავილიონების მოწყობა მიმდინარეობს. ორგანიზატორები სტუმრებს არაერთ კულტურულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობას ჰპირდებიან.ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება ღვინისა და შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული კერძების დაგემოვნება, საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ წარმოდგენაზე დასწრება, ასევე ბავშვებს დახვდებათ სხვადასხვა გასართობი აქტივობა.ხვალ დილიდან მეფის კარის ეკლესიაში წირვა ჩატარდება, თელავის სახელნწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება სახელწოდებით „მეფე ერეკლეს ეპოქა", თელავის ისტორიული მუზეუმი კი უმასპინძლებს გამოფენას „ერეკლე მეორე - საქართველოს უკანასკნელი ლომი" და ორენოვანი კატალოგის „ერეკლე მეორის პრეზენტაციას.დღის ბოლოს გამოავლენენ საპატიო თელაველებს, სახალხო დღესასწაულს კი კონცერტი დაასრულებს.ერეკლეობის დღესასწაული ერეკლე მეფის დაბადების დღეს უკავშირდება, რომელიც 1720 წლის 7 ნოემბერს დაიბადა თელავში.
თელავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24691/88/246918860_138:0:962:618_1920x0_80_0_0_3bc3c36bd0ee3a962be432e9ef65f512.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თელავი, საზოგადოება
ახალი ამბები, თელავი, საზოგადოება
ხვალ თელავში „ერეკლეობა 2022“ აღინიშნება
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გამოვლინდებიან თელავის საპატიო მოქალაქეები
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ხვალ, 7 ნოემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან სხვადასხვა პავილიონების მოწყობა მიმდინარეობს. ორგანიზატორები სტუმრებს არაერთ კულტურულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობას ჰპირდებიან.
ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება ღვინისა და შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული კერძების დაგემოვნება, საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ წარმოდგენაზე დასწრება, ასევე ბავშვებს დახვდებათ სხვადასხვა გასართობი აქტივობა.
ხვალ დილიდან მეფის კარის ეკლესიაში წირვა ჩატარდება, თელავის სახელნწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება სახელწოდებით „მეფე ერეკლეს ეპოქა", თელავის ისტორიული მუზეუმი კი უმასპინძლებს გამოფენას „ერეკლე მეორე - საქართველოს უკანასკნელი ლომი" და ორენოვანი კატალოგის „ერეკლე მეორის პრეზენტაციას.
დღის ბოლოს გამოავლენენ საპატიო თელაველებს, სახალხო დღესასწაულს კი კონცერტი დაასრულებს.
ერეკლეობის დღესასწაული ერეკლე მეფის დაბადების დღეს უკავშირდება, რომელიც 1720 წლის 7 ნოემბერს დაიბადა თელავში.