https://sputnik-georgia.com/20221106/ebrd-saqartvelos-metros-ati-sadguris-garemontebasi-daexmareba-271976650.html
EBRD საქართველოს მეტროს ათი სადგურის გარემონტებაში დაეხმარება
EBRD საქართველოს მეტროს ათი სადგურის გარემონტებაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
პროექტი უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც მიმართულია ქალაქის ხელისუფლების დახმარებაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის სისტემის რეფორმირებაში. 06.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-06T21:17+0400
2022-11-06T21:17+0400
2022-11-06T21:17+0400
თბილისი დღეს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო
საზოგადოება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/55/237765510_0:17:2000:1142_1920x0_80_0_0_7adf506ba67cd1179a7e3e58769ae064.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შეუძლია დაამტიკოს საქართველოსთვის 50 მლნ ევროს ოდენობის კრედიტი თბილისის მეტროს ათი სადგურის რემონტისთვის, ნათქვამია ფინანსური ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.სარემონტო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია შემდეგ სადგურებზე: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთელი“ და „ნაძალადევი“.განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტი არის უფრო ფართო პროგრამის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ხელისუფლების დახმარებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის სისტემის რეფორმირებაში ავტობუსებისა და მეტროს სისტემების განახლების, ასევე ქსელის რესტრუქტურიზაციის დაფინანსების გზით.ტრანში მიმართული იქნება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, რომელიც ექსპლუატაციას უწევს მეტროს, მუნიციპალურ ავტობუსებსა და საბაგირო გზებს თბილისში.პროექტის საბოლოო მოწონების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 იანვარი.თბილისის მეტრო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება>>ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.EBRD–მა საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან, 30 წლის განმავლობაში 270 პროექტში 5 მილიარდი ევროს ინვესტიციები განახორციელა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/55/237765510_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_833167ff6bdbd8dd47933dc5ac67486f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
EBRD საქართველოს მეტროს ათი სადგურის გარემონტებაში დაეხმარება
პროექტი უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც მიმართულია ქალაქის ხელისუფლების დახმარებაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის სისტემის რეფორმირებაში.
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შეუძლია დაამტიკოს საქართველოსთვის 50 მლნ ევროს ოდენობის კრედიტი თბილისის მეტროს ათი სადგურის რემონტისთვის, ნათქვამია ფინანსური ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
სარემონტო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია შემდეგ სადგურებზე: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთელი“ და „ნაძალადევი“.
„ინვესტიციები აამაღლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანდოობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას მეტროს 10 სადგურის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის ხარჯზე“, –
ნათქვამია EBRD–ს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტი არის უფრო ფართო პროგრამის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ხელისუფლების დახმარებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის სისტემის რეფორმირებაში ავტობუსებისა და მეტროს სისტემების განახლების, ასევე ქსელის რესტრუქტურიზაციის დაფინანსების გზით.
ტრანში მიმართული იქნება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, რომელიც ექსპლუატაციას უწევს მეტროს, მუნიციპალურ ავტობუსებსა და საბაგირო გზებს თბილისში.
პროექტის საბოლოო მოწონების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 იანვარი.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
EBRD–მა საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან, 30 წლის განმავლობაში 270 პროექტში 5 მილიარდი ევროს ინვესტიციები განახორციელა.