დანაშაული საქართველოში: სტატისტიკა განახლდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
გამოწერა
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა, განაცხადეს შსს-ში
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 42 ათასზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის სამ კვარტალში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, წლის დასაწყისიდან გახსნილია საქმეების 57,9%.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება - დანაშაულის პიკი ზაფხულის პერიოდზე მოდის.
სექტემბერში მოხდა 4,8 ათასი დანაშაული, რომელთა 46,6% გახსნილია.
დანაშაულის ტოპ-ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დაახლოებით 12,6 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 51,5%.
მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაული. სამ კვარტალში დაფიქსირდა დაახლოებით 3,9 ათასი მსგავსი დანაშაული. აქედან გახსნილია 91,8%.
ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია 3,1 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც 84,6% გახსნილია.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული:
ქურდობა – 12.641
ნარკოდანაშაული – 3.899
ოჯახური ძალადობა – 3.064
სატრანსპორტო დანაშაული – 2.143
მუქარა – 2.720
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, ცხრა თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 56 მკვლელობა, აქედან 21 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 296 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 137 – გაუპატიურება, 8 – ადამიანებით ვაჭრობა, 9 - ტერორიზმის შემთხვევები.
რამდენი დაისაჯა
საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 17.325 ადამიანი. აქედან 1.117 პირობით სასჯელს იხდიდა.
5.537 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 13.413 ადამიანს მოენიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0