https://sputnik-georgia.com/20221106/axalqalaqi-hesi-amoqmedda-271968517.html
სამცხე-ჯავახეთში „ახალქალაქის ჰესების კასკადი“ ამოქმედდა
სამცხე-ჯავახეთში „ახალქალაქის ჰესების კასკადი“ ამოქმედდა
Sputnik საქართველო
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვისსაქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. 06.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-06T12:13+0400
2022-11-06T12:13+0400
2022-11-06T12:13+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/06/271967969_0:29:2049:1181_1920x0_80_0_0_618cc548294e51d2b72981dc793e5bd8.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური „ახალქალაქი ჰესი“ ამოქმედდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.ჰესი არის კასკადური ტიპის ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე მდინარე კორხზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს.ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური 9,1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით.ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად განავითარა.LANSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას, ახალქალაქის პროექტი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული მისი პირველი ინვესტიციაა.ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.მისი განცხადებით, ყოველი ადამიანი, რომელიც ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, ისტორიულ როლს, რადგანაც საქართველოს მომავალი, მისი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე.როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა განახლებადი ენერგიების წახალისების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და შიდა გენერაციის განვითარებას.საქართველოს მთავრობა ჰესების მშენებლობისას ინვესტიციების ხელშეწყობის სქემას ცვლის>>>ახალი სქემა მოიცავს 1.500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში აუქციონის გზით.„ენერგეტიკის განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და სიძლიერის უალტერნატივო გზა. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირთან უფრო დიდი კავშირის პოტენციალს, რომელსაც ჰქვია შავის ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი“, - განაცხადა მიქაუტაძემ.როგორც მან აღნიშნა, ენერგორესურსების უწყვეტი ხელმისაწვდომობა მისაღებ ფასად გამოიწვევს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონშიექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–აგვისტოში საქართველოში გამომუშავდა 9,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 22,6%-ით მეტია; ხოლო ამავე პერიოდში გამოყენებული იყო 10 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/06/271967969_27:0:1846:1364_1920x0_80_0_0_07449706e05a6606b238d1a1bb57e762.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში „ახალქალაქის ჰესების კასკადი“ ამოქმედდა
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვისსაქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური „ახალქალაქი ჰესი“ ამოქმედდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ჰესი არის კასკადური ტიპის ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე მდინარე კორხზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს.
ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური 9,1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით.
ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად განავითარა.
LANSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას, ახალქალაქის პროექტი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული მისი პირველი ინვესტიციაა.
ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.
„ენერგეტიკის სექტორი არ არის მხოლოდ დარგი, რომელიც ქმნის კონტრიბუციას ეკონომიკაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ძლიერების მყარი საფუძველია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ „ახალქალაქი ჰესების კასკადის" ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, ყოველი ადამიანი, რომელიც ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, ისტორიულ როლს, რადგანაც საქართველოს მომავალი, მისი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე.
როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა განახლებადი ენერგიების წახალისების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და შიდა გენერაციის განვითარებას.
ახალი სქემა მოიცავს 1.500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში აუქციონის გზით.
„ენერგეტიკის განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და სიძლიერის უალტერნატივო გზა. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირთან უფრო დიდი კავშირის პოტენციალს, რომელსაც ჰქვია შავის ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ენერგორესურსების უწყვეტი ხელმისაწვდომობა მისაღებ ფასად გამოიწვევს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონში
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–აგვისტოში საქართველოში გამომუშავდა 9,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 22,6%-ით მეტია; ხოლო ამავე პერიოდში გამოყენებული იყო 10 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია.