ხელისუფლება მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარის დაწესებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2022
გამოწერა
ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამართლიანი ფასის დაწესებაა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მედიკამენტებზე ახალი ფასწარმოქმნის პოლიტიკის თემაზე კლინიკებისა და მწარმოებლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.
უწყება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუშაობს რეფორმაზე, რომელიც 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული (ზედა ზღვარი) ფასების დადგენას გულისხმობს.
ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.
უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრებზე ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობენ ფასწარმოქმნის მექანიზმებს და დამრღვევებთან ბრძოლის მეთოდებს.
რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო დააწესებს ფასების ზედა ზღვარს - რა ფასად უნდა გაიყიდოს მედიკამენტი და განხორციელდეს მისი იმპორტი. რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0