ისრაელის წამყვანი ტელევიზია საქართველოზე გადაცემას ამზადებს

© Georgian National Tourism Administrationისრაელის წამყვანი ტელეკომპანია I24 საქართველოში
ისრაელის წამყვანი ტელეკომპანია I24 საქართველოში  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2022
გამოწერა
ისრაელის მაღალრეიტინგული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ ერთსაათიან გადაცემას მოამზადებს
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ისრაელის წამყვანი ტელეკომპანია „I24“-ის ჟურნალისტები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ისრაელის წამყვანი ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემებსა და სიუჟეტებს ამზადებს.
პრესტურის ფარგლებში ისრაელის მაღალრეიტინგული არხის ჟურნალისტები თბილისს, მცხეთას, ყვარელს, სიღნაღს და ბოდბეს ეწვევიან.
„ტურის ფარგლებში მომზადებული გადაცემები და კლიპები ტელევიზიასთან ერთად ინტერნეტ პლატფორმებით გავრცელდება. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებითი შესაძლებლობაა მაქსიმალურად გავაცნოთ ისრაელის ბაზარს ჩვენი ტურისტული პოტენციალი“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში ერთსაათიანი გადაცემა მომზადდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ, რომელიც სატელევიზიო პროგრამაში The Holy Land Uncovered TV Special-ში გავა. ისრაელის ტელევიზია 30 წუთიან ეპიზოდებს, 5-7 წუთიან რეპორტაჟებსა და 30 წამიან ვიდეო რგოლს ამზადებს.
„I24“ მთელ მსოფლიოში მაუწყებლობს სატელიტური და საკაბელო პლატფორმების საშუალებით, ასევე სოციალურ მედიაში.
ყველა ახალი ამბავი
0