ქართველი სამხედროების ოჯახებს თბილისში ბინები დაუკანონეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელი კორპუსები საბურთალოზე
საცხოვრებელი კორპუსები საბურთალოზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
თბილისის საკრებულოს მიერ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილებულია ათი ოჯახი და ეს პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ბინები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცეს, იუწყება „პირველი არხი“.
გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით და დედაქალაქის მთავრობის დადგენილების საფუძველზე მიიღეს.

„საკრებულოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ათი ოჯახი და ეს პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სულ ასეთი 54 ოჯახია და მათი უმრავლესობა მუნიციპალიტეტის მიერ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია.
როგორც საკრებულოში აღნიშნავენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები ამ ქონებას 2007–2013 წლებში ფლობდნენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0