მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუკაშენკომ კორონავირუსის პანდემიის ორგანიზატორების მიზანი დაასახელა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თითქმის ყველა თანმხდება, რომ COVID-19-ის პანდემია ხელოვნურად იყო ორგანიზებული მსოფლიოს სახელმწიფოების, უპირველესად კი ჩინეთის ეკონომიკის შესასუსტებლად, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ.
მან ბელარუსის ეროვნული ბიოტექნოლოგიური კორპორაციის ახალ ფარმაცევტულ საწარმოს მონახულებისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში ყველა ეკონომიკური პრობლემის საფუძველი კოვიდია. მისი თქმით, ის ჯერ კიდევ ორი წლის წინ აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ ყველაფერი ამ სცენარის მიხედვით წარიმართებოდა.

„მაშინ ბევრს არ ესმოდა, რას ვეუბნებოდი. საკითხს მაშინვე ასე ვსვამდი: ეს ხელოვნურად შექმნილი ვითარებაა თუ ბუნებრივი? დღეს უკვე 90% ამბობს, რომ ხელოვნურია. რა იყო ამის მიზანი: მთელი მსოფლიოს, უპირველესად კი ჩინეთის ეკონომიკის დაწევა, სახელმწიფოების განადგურება. და ვინ მოიგებდა ამით? ის, ვინც ფულს ბეჭდავს“, — ციტირებს ლუკაშენკოს „Sputnik–ბელარუსი“.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამჟამინდელი ინფლაცია მსოფლიოში, მათ შორის ბელარუსში, შეერთებული შტატებისა და, ნაწილობრივ, ევროკავშირის მიერაა შექმნილი.
ყველა ახალი ამბავი
0