უცხოეთში ნასწავლი ქართული საქმე და ემიგრანტებთან მადლობის სათქმელად მოსული ათენის მერი

© courtesy of Esma Babunidzeესმა ბაბუნიძე
ესმა ბაბუნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ათენში მცხოვრებ ეკონომისტს ესმა ბაბუნიძეს გაგაცნობთ.
იყო დრო, როცა სამშობლოში თავისი სპეციალობით მუშაობდა და საკუთარ თავს რეალიზებულად თვლიდა. ემიგრაციაში მას შემდეგ გადაწყვიტა წასვლა, როცა უმუშევარი დარჩა.
უცნაურია, მაგრამ მინანქრის ქართულ ტრადიციულ ხელობას სწორედ უცხოეთში ცხოვრების დროს ეზიარა. ამბობს, რომ ცხოვრებას ამის მერე ახალი აზრი მიეცა. დღეს ათენში გამართულ საქველმოქმედო ბაზრობებსა და გამოფენებში ხშირად იღებს მონაწილეობას.
© courtesy of Esma Babunidzeესმა ბაბუნიძე თავის ხელნაკეთ სამკაულებთან ერთად
ესმა ბაბუნიძე თავის ხელნაკეთ სამკაულებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
ესმა ბაბუნიძე თავის ხელნაკეთ სამკაულებთან ერთად
- ქალბატონო ესმა, თელავი თქვენი ცხოვრების მთავარი ქალაქია და ალბათ ყველაზე ბედნიერი მოგონებებიც აქედან იწყება...
- ჩემი ცხოვრება, იმის მიხდვით, თუ რომელ ქალაქებში მიცხოვრია, შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს: თელავი, თბილისი და ათენი. თელავში დავიბადე და ბავშვობაც აქ გავატარე. დავამთავრე თელავის მეორე საშუალო სკოლა, რომელიც ერეკლე მეფის სასახლეში, „ბატონის ციხის" დასავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. გული დამწყდა, როცა მითხრეს, ის დაანგრიეს და მუზეუმის კომპლექსმა შეიწირაო. სიყვარულით გამორჩეულ კოპწია თელავში დიდი სითბოთი გავიზარდე. უზომოდ მიყვარს ქალაქი, რომელიც ჩემ თვალწინ იზრდებოდა და ლამაზდებოდა. მასთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს.
© courtesy of Esma Babunidzeესმა ბაბუნიძე
ესმა ბაბუნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
ესმა ბაბუნიძე
- იმ თელავური, ტკბილი მოგონებებიდან რას გაიხსენებთ?
- გავიხსენებ ამბავს, რომელიც ნოემბერში, ერეკლე მეფის დაბადების დღეს კიდევ ერთხელ გამახსენდა. ალბათ პირველ კლასში ვიყავი, როცა თელავში, ჩემს სკოლაში ფილმ „მაია წყნეთელის" გადაღებები დაიწყო. როგორი ამაყი და გახარებული ვიყავით, როცა ბუმბერაზ მსახიობებს ვხედავდით და მათთან ხელით შეხება შეგვეძლო. ისინი ბავშვებს ხშირად გველაპარაკებოდნენ. ახლაც თვალწინ მიდგას კადრი, როცა ერეკლე მეფე აივანზე გამოდის და ჯარს ომში აცილებს. ეს ხომ ჩემი სკოლის სამასწავლებლოს აივანი იყო!.. ყოველთვის, როცა ამ ფილმს ვუყურებ, ამ კადრების გამო ისევ ბავშვური სიამაყის გრძნობა მეუფლება.
© courtesy of Esma Babunidzeესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაული
ესმა ბაბუნიძის დამზადებული სამკაული - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
ესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაული
- თქვენი არანაკლებ ბედნიერი სტუდენტური წლები თბილისთანაა დაკავშირებული...
- მართლაც ძალიან ლამაზი და ტკბილი სტუდენტობის წლები გვქონდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრე. ძალიან კარგი ჯგუფი გვქონდა, ყველანი ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ. სწავლის დამთავრების შემდეგ გვქონდა იმის ბედნიერება, რომ უნივერსიტეტმა სამსახურით უზრუნველგვყო. სამი წელი საშენ მასალათა კომბინატის გამოთვლით ცენტრში ვიმუშავე, რამაც ელექტრონულ აღრიცხვაზე წარმოდგენა შემიქმნა.
© courtesy of Esma Babunidzeესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაულები
ესმა ბაბუნიძის დამზადებული სამკაულები - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
ესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაულები
- დავაკონკრეტოთ, ამ დროს ჩვენს ცხოვრებაში ინტერნეტი და კომპიუტერი ჯერ კიდევ არ არსებობდა...
- დიახ, ეს ის დროა, სანამ ჩვენს ცხოვრებაში კომპიუტერი გაჩნდებოდა. როგორც ეკონომისტი, ძირითადად ფასების სახელმწიფო კომიტეტში ჩამოვყალიბდი. ვმუშაობდი სასურსათო ფასების დადგენაზე, რაც ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცოდნას მოითხოვდა. ეს კი გარკვეულად შემოქმედებითი რეალიზაციის ტოლფასი იყო. კმაყოფილი ვიყავი, რადგან საინტერესო სამსახური იყო და ამ გზით საკუთარი თავის რეალიზაციას ვახდენდი. ამის შემდეგ ვიმუშავე ცეკავშირის საგეგმო განყოფილებაში, რაც ეკონომისტისთვის ყოველდღიური მონოტონური სამუშაოა, ყოველგვარი შემოქმედების გარეშე. თუმცა, ძალიან კარგი კოლექტივი გვყავდა და ამჟამინდელი ცხოვრების გადმოსახედიდან ასეთი ცხოვრება სწორედაც სანატრელია.
© courtesy of Esma Babunidzeესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაული
ესმა ბაბუნიძის დამზადებული სამკაული - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
ესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაული
- საბერძნეთის მთავარ ქალაქში როგორ და როდის აღმოჩნდით?
- ათენში უკვე 26-ე წელია ვცხოვრობ. აქ მოვხვდი 90-იან წლებში, როცა ჩვენში „თბილისის ომის“ შემდეგ ყველა დარგი და სახელმწიფო ვაჭრობაც მოიშალა. ფაქტობრივად უმუშევარი დავჩით. სამი წელი ხელფასი არ მქონდა აღებული, რადგან იმდენი შემოსავალი არ იყო, რომ ხელფასი გაცემულიყო. ასე რომ, დღეს უკვე დაშლილ ცეკავშირს ჩემი სამი წლის ვალი აქვს... გაჭირვებამ, უფულობამ და მოხუცი მშობლების წინაშე მოვალეობამ გადამაწყვეტინა უცხოეთში წავსულიყავი და ოჯახს დავხმარებოდი. რადგან საბერძნეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით ახლოს იყო, ამიტომ არჩევანი მასზე შევაჩერე. ემიგრაციის პირველი წლები საკმაოდ რთული იყო, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად. ძნელია შეეგუო უცხოეთში ახალ ცხოვრებას, რომელიც ბევრად განსხვავებულია იმისგან, რაც მანამდე განვლე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, ალბათ ბედი მქონდა და ძირითადად ნორმალურ ხალხს ვხვდებოდი. ბერძნებს, როგორც ყველა ერს, თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვთ, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ხალხია. რაღაცით ერთმანეთს ვგავართ კიდეც.
© courtesy of Esma Babunidzeესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაულები
ესმა ბაბუნიძის დამზადებული სამკაულები - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
ესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაულები
- თქვენ რა მოგწონთ ყველაზე მეტად ბერძნულ ურთიერთობებსა და ცხოვრებაში?
- ბერძნებთან ურთიერთობაში ადვილად შევედი და ვცდილობდი, რომ საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად ამეყვანა ხელში. მაგრამ რაც წლები გადის, ეს ამბავი უფრო რთულდება. 26-ე წელია ემიგრანტი ვარ და აქედან დაახლოებით 15 წელი საკუთარ თავს ვამხნევებ ხოლმე. ვაღიარებ, რომ ახლა უფრო მეტად განვიცდი ნოსტალგიას, რაც გაუცხოებაში გამოიხატება. ეს ისეთი შეგრძნებაა, რომ ყველგან უცხოდ და ზედმეტად გრძნობ თავს. საბოლოოდ გამოდის, რომ დღეს აქაც უცხოელები ვართ და საქართველოშიც, ემიგრანტი თავის ადგილს და დანიშნულებას ვეღარ პოულობს. ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩემი გონება რაღაც ახალი საქმით დამეკავებინა.
© courtesy of Esma Babunidzeესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაულები
ესმა ბაბუნიძის დამზადებული სამკაულები - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
ესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაულები
- ამიტომ გაიხსენეთ საქმე, რომელიც წლების წინ სამშობლოში კარგად გამოგდიოდათ?
- დიახ, ასე გამოდის. საქართველოში ცხოვრების დროს კარგად ვქსოვდი და ვქარგავდი, აქაც ვცადე, მაგრამ ამან არ დამაკმაყოფილა. 2013 წლის ბოლოს გავიგე, რომ ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიაში", რომლის ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ მიქაბერიძეა, გახსნილი იყო ჯგუფი, სადაც ხელსაქმეს, სამკაულების დამზადებას ასწავლიდნენ. სპეციალურად ამისთვის საქართველოდან, საპატრიარქოს სკოლიდან მინანქრის სპეციალისტი, ბატონი ივანე კოკაია ჰყავდათ მოწვეული. იდეა, რაღაც ახალი მესწავლა, ძალიან მომეწონა და სამკაულების კეთება და მინანქრის სწავლა ერთდროულად დავიწყე. ბატონმა ივანემ მინანქრით სამკაულების დაფარვის საიდუმლოებები ერთ თვეში შეგვასწავლა. ეს საქმე ძალიან კარგად გამომივიდა. დღემდე კმაყოფილი ვარ, რომ 63 წლის ქალმა საკუთარ თავში ფერების და სხვადასხვა რთული სქემების შეხამების ნიჭი აღმოვაჩინე. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, როგორც მინანქრით, ასევე მეტალით ლამაზი სამკაულები გამომდის. სამკაულებს ასევე პოლიმერული თიხისა და ქაღალდისგანაც (ჩვეულებრივი ხელსახოცისგან) ვამზადებ.
© courtesy of Esma Babunidzeესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაული
ესმა ბაბუნიძის დამზადებული სამკაული - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
ესმა ბაბუნიძის მიერ დამზადებული სამკაული
- რამდენად მოსწონთ ბერძნებს და ქართველ ემიგრანტებს გამოფენებსა და ბაზრობებზე გატანილი თქვენი ნამუშევრები?
- ბერძნებს მოსწონთ ჩვენი სამკაულები და ხშირად ყიდულობენ, რაც იმის სტიმულს მაძლევს, რომ ახალი სამკაულები დავამზადო. აი, მინანქრის სამკაულებს კი ძირითადად ქართველები ყიდულობენ. მიხარია, რომ ჩემი დამზადებული მინანქრის ჯვრებით აქ ქართველი ბავშვები მოინათლენ. სამკაულების რეალიზაციას ძირითადად საქველმოქმედო ღონისძიებებზე ვახდენ, სადაც საქართველოს სახელით ვმონაწილეობ. ახლახან, 4-5 დეკემბერს იყო საქველმოქმედო ბაზრობა, საიდანაც შემოსული გარკვეული თანხა ბავშვთა დახმარების ფონდებში გადაირიცხა. თავად ათენის მერმა დაგვდო პატივი, ჩვენთან მობრძანდა და ქველმოქმედებაში მონაწილეობისთვის პირადად გადაგვიხადა მადლობა.
© courtesy of Esma Babunidzeესმა ბაბუნიძე საქველმოქმედო ბაზრობაზე ქართველ ემიგრატებთან ერთად
ესმა ბაბუნიძე საქველმოქმედო ბაზრობაზე ქართველ ემიგრატებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
ესმა ბაბუნიძე საქველმოქმედო ბაზრობაზე ქართველ ემიგრატებთან ერთად
- ვიცი, ყველა ემიგრანტს ერთი ოცნება გაქვთ...
- ჩემი ოცნებაა საქართველოში სიტუაცია ისე შეიცვალოს, რომ ხალხს მეორე დღის გათენების არ ეშინოდეს. რის მერეც სამშობლოში დაბრუნებას ადვილად გადავწყვეტ. მინდა ის დრო, რასაც უფალი მიბოძებს სიცოცხლისთვის, ჩემს ქვეყანაში, ქართველებთან ერთად ვიცხოვრო...
ყველა ახალი ამბავი
0