https://sputnik-georgia.com/20221104/deli-sxamianma-smogma-dafara-271931556.html
კოშმარული კანონზომიერება: დელი სქელი, შხამიანი სმოგით დაიფარა - ვიდეო
კოშმარული კანონზომიერება: დელი სქელი, შხამიანი სმოგით დაიფარა - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ინდოეთის დედაქალაქი დელი სქელმა, შხამიანმა სმოგმა დაფარა, რომლის ჩასუნთქვაც სიცოცხლისთვის საშიშია, იუწყება BBC. 04.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-04T17:33+0400
2022-11-04T17:33+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
ინდოეთი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22850/03/228500354_0:181:2997:1867_1920x0_80_0_0_103a19f0a410988e52ee125a5ef2e747.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ინდოეთის დედაქალაქი დელი სქელმა, შხამიანმა სმოგმა დაფარა, რომლის ჩასუნთქვაც სიცოცხლისთვის საშიშია, იუწყება BBC.როგორც გამოცემა წერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ქალაქში ჰაერის დაბინძურებამ უსაფრთხო დონეს 40-ჯერ გადააჭარბა.ბოლო წლებში შემოდგომის ტოქსიკური სმოგი დელიში კოშმარულ კანონზომიერებად იქცა. ამის მთავარი მიზეზი მეზობელ რეგიონებში მინდვრებში დარჩენილი ნამკალის წვაა. ჩრდილოეთ ინდოეთის ფერმერები ამას ყოველწლიურად აკეთებენ მიწის ახალი ნათესებისთვის მოსამზადებლად.გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ჰაერში იმ ნაწილაკების შემადგენლობამ, რომლებიც სისხლში აღწევს, ერთ კუბურ მეტრზე 588 მიკროგრამს მიაღწია. ეს მაჩვენებელი კი 40-ჯერ აღემატება ჯანმოს მიერ უსაფრთხოდ მიჩნეულ ნორმას.საავტომობილო და სამრეწველო გამონაბოლქვის, მტვრისა და კლიმატური პირობების გამო დელი ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად მიიჩნევა მსოფლიოში. სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2019 წელს სწორედ ჰაერის დაბინძურება გახდა 1,6 მლნ ინდოელის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი, რომელთაგან 17 ათასზე მეტი დელის მცხოვრები იყო.გასულ წელს დელიში ჰაერის დაბინძურებამ ისეთ მაღალ დონეს მიაღწია, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ქალაქისა და მეზობელი შტატების ხელისუფლებებს, ასევე ფედერალურ მთავრობას მოსახლეობის დასაცავად სასწრაფო გადაუდებელი ზომების მიღება დაავალა. მაშინ, გარდა იმისა, რომ სკოლები დროებით დაიხურა, სატვირთო ავტომობილებს დელისა და მის მეზობელ შტატებში შესვლა აეკრძალათ.
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22850/03/228500354_133:0:2864:2048_1920x0_80_0_0_36f265f316d02e69b418836c9ef074ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინდოეთი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მსოფლიოს ახალი ამბები
ინდოეთი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ინდოეთის დედაქალაქი დელი სქელმა, შხამიანმა სმოგმა დაფარა, რომლის ჩასუნთქვაც სიცოცხლისთვის საშიშია, იუწყება BBC.
როგორც გამოცემა წერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ქალაქში ჰაერის დაბინძურებამ უსაფრთხო დონეს 40-ჯერ გადააჭარბა.
ბოლო წლებში შემოდგომის ტოქსიკური სმოგი დელიში კოშმარულ კანონზომიერებად იქცა. ამის მთავარი მიზეზი მეზობელ რეგიონებში მინდვრებში დარჩენილი ნამკალის წვაა. ჩრდილოეთ ინდოეთის ფერმერები ამას ყოველწლიურად აკეთებენ მიწის ახალი ნათესებისთვის მოსამზადებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ჰაერში იმ ნაწილაკების შემადგენლობამ, რომლებიც სისხლში აღწევს, ერთ კუბურ მეტრზე 588 მიკროგრამს მიაღწია. ეს მაჩვენებელი კი 40-ჯერ აღემატება ჯანმოს მიერ უსაფრთხოდ მიჩნეულ ნორმას.
„ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მშენებლობებზე დასაქმებულებს კომპენსაციას გადაუხდიან, რათა ისინი სამუშაოზე არ გავიდნენ. ბევრი იმედოვნებს, რომ გასული წლის მსგავსად, სკოლები და უნივერსიტეტებიც დაიხურება“, — წერს BBC.
საავტომობილო და სამრეწველო გამონაბოლქვის, მტვრისა და კლიმატური პირობების გამო დელი ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად მიიჩნევა მსოფლიოში. სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2019 წელს სწორედ ჰაერის დაბინძურება გახდა 1,6 მლნ ინდოელის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი, რომელთაგან 17 ათასზე მეტი დელის მცხოვრები იყო.
გასულ წელს დელიში ჰაერის დაბინძურებამ ისეთ მაღალ დონეს მიაღწია, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ქალაქისა და მეზობელი შტატების ხელისუფლებებს, ასევე ფედერალურ მთავრობას მოსახლეობის დასაცავად სასწრაფო გადაუდებელი ზომების მიღება დაავალა. მაშინ, გარდა იმისა, რომ სკოლები დროებით დაიხურა, სატვირთო ავტომობილებს დელისა და მის მეზობელ შტატებში შესვლა აეკრძალათ.