https://sputnik-georgia.com/20221104/dapirispireba-tbilisis-sakrebulosi-271934458.html
შეხლა-შემოხლა საკრებულოში: რა ვერ გაიყვეს „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა
შეხლა-შემოხლა საკრებულოში: რა ვერ გაიყვეს „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა
Sputnik საქართველო
საკრებულოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზე მსჯელობა იყო დაგეგმილი. 04.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-04T20:51+0400
2022-11-04T20:51+0400
2022-11-04T21:38+0400
თბილისის საკრებულო
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714104_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d674aebe3d26c73715c10a19fea0f8d1.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა პარასკევს თბილისის საკრებულოში, სადაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე მსჯელობა იგეგმებოდა.ტრაგედია ვაკის პარკში 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდნენ. ორი მოზარდი გადარჩა, 13 წლის გოგონა კი დაიღუპა.კონფლიქტი საკრებულოში ჯერ დერეფანში დაიწყო, შემდეგ კი სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.ოპოზიციონერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე, მისულიყო საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე და პასუხი გაეცა ოპონენტების კითხვებისთვის ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე.დეპუტატმა „ოცნებიდან“ კოტე ზარნაძემ, თავის მხრივ, ოპოზიციას ტრაგედიით მანიპულირებაში დასდო ბრალი და დაინტერესდა, თუ რატომ არ დაუკავშირდნენ ოპოზიციონერები დაზარალებულების ოჯახებს.ამ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ზარნაძე და საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე დერეფანში გავიდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.მანდატურებმა და კოლეგებმა მათი გაშველება შეძლეს. ამის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ სხდომათა დარბაზში და სიტყვიერი დაპირისპირება განაგრძეს. ამის გამო სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.ვაკის პარკის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მზადაა კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, თუ ამ ტრაგედიაში მისი სულ მცირე ბრალი მაინც გამოიკვეთება.ვაკის პარკის ტრაგედია: მოსამართლემ ყველა დაკავებული პატიმრობაში დატოვა>>ტრაგედიიდან მალევე დააკავეს ცხრა ადამიანი, მათ შორის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. მას სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა შემდუღებელმა დააზიანა ელექტროსადენის იზოლაცია, ხოლო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი არავის შეუმოწმებია. გარდა ამისა, ჩატარებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისთვის ყალბი საექსპერტო დასკვნა იყო გამოყენებული.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714104_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f699271243c22204939d387e1c9d9dd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის საკრებულო, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
თბილისის საკრებულო, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
შეხლა-შემოხლა საკრებულოში: რა ვერ გაიყვეს „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა
20:51 04.11.2022 (განახლებულია: 21:38 04.11.2022) საკრებულოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზე მსჯელობა იყო დაგეგმილი.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა პარასკევს თბილისის საკრებულოში, სადაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე მსჯელობა იგეგმებოდა.
ტრაგედია ვაკის პარკში 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდნენ. ორი მოზარდი გადარჩა, 13 წლის გოგონა კი დაიღუპა.
კონფლიქტი საკრებულოში ჯერ დერეფანში დაიწყო, შემდეგ კი სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.
ოპოზიციონერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე, მისულიყო საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე და პასუხი გაეცა ოპონენტების კითხვებისთვის ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე.
დეპუტატმა „ოცნებიდან“ კოტე ზარნაძემ, თავის მხრივ, ოპოზიციას ტრაგედიით მანიპულირებაში დასდო ბრალი და დაინტერესდა, თუ რატომ არ დაუკავშირდნენ ოპოზიციონერები დაზარალებულების ოჯახებს.
ამ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ზარნაძე და საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე დერეფანში გავიდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მანდატურებმა და კოლეგებმა მათი გაშველება შეძლეს. ამის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ სხდომათა დარბაზში და სიტყვიერი დაპირისპირება განაგრძეს. ამის გამო სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.
ვაკის პარკის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მზადაა კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, თუ ამ ტრაგედიაში მისი სულ მცირე ბრალი მაინც გამოიკვეთება.
ტრაგედიიდან მალევე დააკავეს ცხრა ადამიანი, მათ შორის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. მას სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა შემდუღებელმა დააზიანა ელექტროსადენის იზოლაცია, ხოლო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი არავის შეუმოწმებია. გარდა ამისა, ჩატარებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისთვის ყალბი საექსპერტო დასკვნა იყო გამოყენებული.