აჭარაში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ბავშვი დაშავდა.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მთიან აჭარაში, სოფელ დოლოგანთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, ქედის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები უახლოეს კლინიკებში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის დროს ორი ბავშვი დაშავდა.
მძიმე სტატისტიკა: შსს ავტოავარიებში დაშავებულ-დაღუპულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს>>
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე მუშაობენ ექსპერტები, რომლებმაც ავარიის ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინონ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0