სომხეთის დელეგაცია საქართველოში ვენახების კადასტრის ჩატარების გამოცდილებას გაეცნო

© photo: Georgian Dream / FBვენახი
ვენახი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სომხეთის მეღვინეობა-მევენახეობის ფონდის დელეგაცია საქართველოში ვენახების კადასტრის პროგრამის ძირითად მიღწევებსა და პრობლემებს გაეცნო, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სომხეთის დელეგაცია საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვია. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ვენახების კადასტრთან დაკავშირებული საკანონმდებლო ასპექტები განიხილეს.
რაჭაში რთველის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს>>>
აღნიშნულ თემაზე კერძო სექტორის პოზიციის გასაცნობად დელეგაციის წევრები კახეთის რეგიონში ღვინის მარნებს ესტუმრნენ, ნათქვამია განცხადებაში.
ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. 2021 წელს პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში დასრულდა; ამ ეტაპზე კი იგი ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ხორციელდება.
ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. იგი უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების ხარისხსა და მიკვლევადობას.
ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით – ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0