ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს გვარამიას შეწყალება სთხოვა

© photo: Sputnik / Stringerნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
ოპოზიციონერი დეპუტატები მზად არიან შეხვდნენ პრეზიდენტს და მას არგუმენტები გააცნონ გვარამიას შეწყალების სასარგებლოდ.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით ოფიციალურად მიმართეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე.

„გვსურს მოგმართოთ საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში პოლიტიკური დეპოლარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამოიყენეთ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით თქვენთვის მინიჭებული უფლება და შეიწყალეთ მსჯავრდებული ნიკა გვარამია“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან 15 დეპუტატი აწერს ხელს.

ხელმომწერთა განცხადებით, ისინი მზად არიან შეხვდნენ პრეზიდენტს და მას საკუთარი არგუმენტები გააცნონ გვარამიას სასარგებლოდ.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
„ქართული ოცნების“ ლიდერი აშშ-ის საელჩოს განცხადებას აკრიტიკებს>>
საქართველოში აშშ-ის საელჩომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ.
თავის მხრივ, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმეს. ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდანაც.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0