https://sputnik-georgia.com/20221103/kobaxidze-ashsh--saelchos-gancxadebas-akritikebs-271901181.html
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს განცხადებას აკრიტიკებს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს განცხადებას აკრიტიკებს
Sputnik საქართველო
საქართველოს პარტნიორები სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც საკუთარ, ისე სხვა ქვეყანაში, აღნიშნა... 03.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-03T18:18+0400
2022-11-03T18:18+0400
2022-11-03T21:56+0400
საქართველო
პოლიტიკა
აშშ
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846031_0:312:2289:1600_1920x0_80_0_0_88bd5a1da12332d1eda6d16d3bb09a93.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ოთხშაბათს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე. იმავე დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება.საქართველოს პარტნიორები სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც საკუთარ, ისე სხვა ქვეყანაში, აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.„ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, – განაცხადა კობახიძემ.აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. როგორც დიპლომატიურ უწყებაში განმარტეს, შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცველების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.თავის მხრივ, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმეს.ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდანაც.მამუკა მდინარაძე: აშშ-ის საელჩომ „მთავარი არხი“ პარტიულ მედიად აღიარა>>>მანამდე რიგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური უფლების გამოყენებისა და გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.თავად ზურაბიშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან 2015 წელს, მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846031_435:398:2038:1600_1920x0_80_0_0_08ebdbb57d46ffbf8bbeceb444d58348.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, აშშ , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, აშშ , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ქართული ოცნება , ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს განცხადებას აკრიტიკებს
18:18 03.11.2022 (განახლებულია: 21:56 03.11.2022) საქართველოს პარტნიორები სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც საკუთარ, ისე სხვა ქვეყანაში, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოთხშაბათს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე. იმავე დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება.
„მე, რა თქმა უნდა, ცოტა მკაცრად უნდა შევაფასო ასეთი განცხადებები. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც, ბუნებრივია, ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარტნიორები სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც საკუთარ, ისე სხვა ქვეყანაში, აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
„ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. როგორც დიპლომატიურ უწყებაში განმარტეს, შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცველების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.
თავის მხრივ, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმეს.
ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდანაც.
მანამდე რიგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური უფლების გამოყენებისა და გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.
თავად ზურაბიშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან 2015 წელს, მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.