როცა უბრალო საბაბი გაბედნიერებს

© photo: courtesy of Maka Beradzeმაკა ბერაძე
მაკა ბერაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
ალბათ სიმბოლურია, რომ ამერიკიდან, გალერეა Ward-Nasse-დან მიწვევა ზუსტად 1999 წლის 11 დეკემბერს, თავის დაბადების დღეზე მიიღო. მას შემდეგ მხატვარმა მაკა ბერაძემ ახალი ცხოვრება ახალ სამყაროში დაიწყო.
მისი შემოქმედება მრავალფეროვანია: ხატავს აკვარელით, ზეთით, აკრილით და პასტელით, ქმნის უჩვეულო კოლაჟებს, მისი საქმიანობა ასევე მოიცავს გობელენს, ბატიკასა და თექას.
მანამდე იყო თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც ლექციებს გობელენისა და აკვარელის უძლიერესი სპეციალისტი გივი ყანდარელი უკითხავდა.
© photo: courtesy of Maka Beradzeშვილთან ერთად
შვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
შვილთან ერთად
- ქალბატონო მაკა, საქართველოში როგორ წარიმართა თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?
- შეიძლება თქვას, რომ წარმატებულად. საქართველოში ახალგაზრდა მხატვრების ბევრ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ქართული კულტურის ცენტრში, თანამედროვე გალერეაში და სხვ. სამხატვრო აკადემიაში გობელენზე შესრულებული ჩემი სადიპლომო ნამუშევარი „შემოდგომა“ შარდენზე მდებარე აკადემიის მუზეუმში ინახება. ხატვა მიყვარს ბავშვობიდან, რომელიც ზესტაფონში გავატარე. მასთან ბევრი ლამაზი მოგონება გვაკავშირებს მე და ჩემ ორ დასა და ძმას, რომლებიც დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მშობლებმა ყველა პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ კარგი ბავშვობა გვქონოდა.
© photo: courtesy of Maka Beradzeმაკა ბერაძის ნამუშევარი თექაზე
მაკა ბერაძის ნამუშევარი თექაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
მაკა ბერაძის ნამუშევარი თექაზე
- ამერიკაში როგორ აღმოჩნდით?
- ჩემი ამერიკული ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, როცა ამერიკიდან, ნიუ-იორკის გალერეა Ward-Nasse-დან მივიღე მიწვევა. მაშინ ამ გალერეამ ჩემი რამდენიმე გამოფენა მოაწყო. კოლაჟებზე მუშაობაც ამერიკაში დავიწყე. 2008 წელს ჩემი ნამუშევრები ნიუ-იორკში Artexpo-ზე გამოიფინა. ამერიკული გამოფენების ციკლი მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 2014 წლიდან ვარ ქართული კულტურის ცენტრში - „დანსინგ-ქრეინის სტუდიოში“, სადაც ქართველ ბავშვებს ხატვას ვასწავლი.
© photo: courtesy of Maka Beradzeმაკა ბერაძის ნამუშევარი თექაზე
მაკა ბერაძის ნამუშევარი თექაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
მაკა ბერაძის ნამუშევარი თექაზე
- რომელია ნამუშევარი, რომელთანაც რაიმე საინტერესო ფაქტია დაკავშირებული?
- ეს არის ჩემი პირველი ნამუშევარი „ქალის პორტრეტი“, რომელთანაც ერთი ისტორიაა დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ ეს პორტრეტი იმ პერიოდშია შექმნილი, როცა ამერიკაში ჩამოვედი. მაშინ ჩემთვის რთული დრო იყო და კონტაქტი არავისთან მსურდა. დღეს, როდესაც ამ ნამუშევრის ფასს მეკითხებიან, მიჭირს პასუხის გაცემა, რადგან ვფიქრობ, რომ ის ყოველთვის ჩემთან უნდა იყოს. საერთოდ ჩემს ყოველ ნამუშევარში რეალური განცდებია ასახული, ყოველი მათგანი ინდივიდუალურია და, ასე ვთქვათ, დაუმორჩილებელი პროცესი. ხატვის დროს თავად ვსწავლობ რაღაც ახალს. მიყვარს ფიგურების ხატვა. ნატურა იშვიათად მყავს. როცა რომელიმე ფილმს ვუყურებ ხოლმე, კადრს ვაჩერებ და მათ მიხედვით ვაკეთებ ჩანახატებს, რომლებიც შემდეგ ტილოზე გადამაქვს.
© photo: courtesy of Maka Beradzeმაკა ბერაძის შემოქმედება
მაკა ბერაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
მაკა ბერაძის შემოქმედება
- უცხოეთში სირთულეების გადატანაში რა დაგეხმარათ?
- ხელოვნება დამეხმარა სიმშვიდის შენარჩუნებაში, ხატვა ჩემთვის თერაპიაა. მისი საშუალებით შევძელი ადვილად გადამეტანა სირთულეები. სამშობლო კი დღესაც ისეთივე ძვირფასია ჩემთვის, როგორც ოცი წლის წინ, მასთან დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა.
© photo: courtesy of Maka Beradzeმაკა ბერაძის "ქალის პორტრეტი"
მაკა ბერაძის ქალის პორტრეტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
მაკა ბერაძის "ქალის პორტრეტი"
- შეგიძლიათ თქვათ, რომ ბედნიერი ხართ?
- დიახ, ბედნიერი ვარ, რადგან ამერიკაში შევხვდი ძალიან კარგ ადამიანს, გვყავს ერთი შვილი, ენდრიუ, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულყოფილი გახადა, ჩვენ ვმეგობრობთ, მასთან შემიძლია სერიოზულ საკითხებზეც ვილაპარაკო და რჩევებიც ვკითხო. ჩემდა გასაოცრად, ამ პატარა ბიჭისგან ბევრი კარგი დარიგება მოვისმინე.
© photo: courtesy of Maka Beradzeმაკა ბერაძე
მაკა ბერაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
მაკა ბერაძე
- ცხოვრების მიმართ თქვენი დამოკიდებულება თუ შეიცვალა?
- დიახ, შეიცვალა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ უცხო ქვეყანაში დავრჩებოდი, მაგრამ ასე მოხდა. დღეს ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ და უკვე შემიძლია ძალიან უბრალო საბაბის გამო თავი ბედნიერად ვიგრძნო...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0