https://sputnik-georgia.com/20221103/kobaxidze-opozicia-gvaramias-saqmit-spekulirebs-271899613.html
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია გვარამიას საქმით სპეკულირებს
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია გვარამიას საქმით სპეკულირებს
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური უფლების... 03.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-03T17:40+0400
2022-11-03T17:40+0400
2022-11-03T21:31+0400
საქართველო
პოლიტიკა
გახმაურებული სასამართლო პროცესები
აშშ
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f48bc76eafbc6f6078c1d372140564ae.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თუ ვინმეს აქვს შეკითხვები ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე. „მთავარი არხის“ ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან 2015 წელს, მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება.მდინარაძე: აშშ-ის საელჩომ „მთავარი არხი“ პარტიულ მედიად აღიარა>>>განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ.თავის მხრივ, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმეს.ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდანაც.მანამდე რიგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური უფლების გამოყენებისა და გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.საქმის დეტალებისაქმე ეხება მოვლენებს 2019 წლის ივლისამდე, როდესაც გვარამია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის ივლისში ტელეკომპანიამ მფლობელი შეიცვალა.საქმის მასალებით, 2015–2018 წლებში ტელეარხის ხელმძღვანელებმა, მათ შორის გვარამიამ, სხვადასხვა სიმძიმის რიგი დანაშაულები ჩაიდინეს. გვარამიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საეთერო დროის გაყიდვის შესახებ ახალ და სრულიად გამოუცდელ კომპანიასთან „ინტერ მედია პლუსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარამიას ახლობელია.მას შემდეგ, რაც ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის აქციების გამო, „რუსთავი 2“ გვარამიას ხელმძღვანელობით აღარ იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულს გაყიდული რეკლამისთვის. ეს სახსრები რჩებოდა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რამაც „რუსთავი 2“-ს არსებითი ზარალი მიაყენა.ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა>>>ამ მოქმედებით ტელეკომპანიის შემოსავალი 6.763.509 ლარით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ერთი წლით ადრე. მიზანი კი ის იყო, რომ „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შემთხვევაში ტელეარხი სრული ბანკროტი ყოფილიყო.ამ ფულით 2016–2017 წლებში შეძენილი იყო ძვირადღირებული მოძრავი და უძრავი ქონება თბილისის პრესტიჟულ რაიონებში.კერძოდ, 170 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე, 75 ათასი დოლარის ღირებულების ბინა ჭავჭავაძის გამზირზე და 95 ათასი დოლარის ღირებულების – ათონელის ქუჩაზე.უძრავი ქონების გარდა, გვარამიასთან დაკავშირებულმა პირებმა აღნიშნულ პერიოდში შეიძინეს 352.260 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები – GRAND CHEROKEE, HONDA, TOYOTA და FIAT.ასევე 2019 წლის თებერვალში გვარამიამ მეუღლესთან ერთად „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის შეარჩია 76,7 ათასი ევროს ღირებულების Porsche Macan კომპანიის სარეკლამო რგოლების „რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსების სანაცვლოდ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_139:0:1579:1080_1920x0_80_0_0_f2035564d8eec8246afa2c3e3e85ed44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, გახმაურებული სასამართლო პროცესები, აშშ , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, გახმაურებული სასამართლო პროცესები, აშშ , ქართული ოცნება , ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია გვარამიას საქმით სპეკულირებს
17:40 03.11.2022 (განახლებულია: 21:31 03.11.2022) ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური უფლების გამოყენებისა და გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თუ ვინმეს აქვს შეკითხვები ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.
„თუ ვინმეს კითხვები აქვს, მიმართოს შესაბამის ინსტანციებს. თუმცა, ფაქტი სახეზეა. მათ 7 მილიონით გაძარცვეს ის ტელეკომპანია, რომელიც კანონიერი მფლობელისთვის უნდა დაებრუნებინათ სტრასბურგის მოსალოდნელი გადაწყვეტილების საფუძველზე. ყველაფერი ხელის გულზე ჩანს და ნათელია. ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან 2015 წელს, მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ.
თავის მხრივ, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმეს.
ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდანაც.
მანამდე რიგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური უფლების გამოყენებისა და გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.
საქმე ეხება მოვლენებს 2019 წლის ივლისამდე, როდესაც გვარამია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის ივლისში ტელეკომპანიამ მფლობელი შეიცვალა.
საქმის მასალებით, 2015–2018 წლებში ტელეარხის ხელმძღვანელებმა, მათ შორის გვარამიამ, სხვადასხვა სიმძიმის რიგი დანაშაულები ჩაიდინეს. გვარამიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საეთერო დროის გაყიდვის შესახებ ახალ და სრულიად გამოუცდელ კომპანიასთან „ინტერ მედია პლუსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარამიას ახლობელია.
მას შემდეგ, რაც ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის აქციების გამო, „რუსთავი 2“ გვარამიას ხელმძღვანელობით აღარ იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულს გაყიდული რეკლამისთვის. ეს სახსრები რჩებოდა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რამაც „რუსთავი 2“-ს არსებითი ზარალი მიაყენა.
ამ მოქმედებით ტელეკომპანიის შემოსავალი 6.763.509 ლარით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ერთი წლით ადრე. მიზანი კი ის იყო, რომ „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შემთხვევაში ტელეარხი სრული ბანკროტი ყოფილიყო.
ამ ფულით 2016–2017 წლებში შეძენილი იყო ძვირადღირებული მოძრავი და უძრავი ქონება თბილისის პრესტიჟულ რაიონებში.
კერძოდ, 170 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე, 75 ათასი დოლარის ღირებულების ბინა ჭავჭავაძის გამზირზე და 95 ათასი დოლარის ღირებულების – ათონელის ქუჩაზე.
უძრავი ქონების გარდა, გვარამიასთან დაკავშირებულმა პირებმა აღნიშნულ პერიოდში შეიძინეს 352.260 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები – GRAND CHEROKEE, HONDA, TOYOTA და FIAT.
ასევე 2019 წლის თებერვალში გვარამიამ მეუღლესთან ერთად „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის შეარჩია 76,7 ათასი ევროს ღირებულების Porsche Macan კომპანიის სარეკლამო რგოლების „რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსების სანაცვლოდ.