უკანონო სამეწარმეო საქმიანობა: აჭარაში 10 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
ბრალდებულები აჭარაში სხვადასხვა ადგილზე კანონდარღვევით მოწყობილ სავალუტო პუნქტებს ამუშავებდნენ.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი გამოავლინეს, რის გამოც პასუხისგებაში ათი პირი მისცეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები აჭარაში სხვადასხვა ადგილზე, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე ამუშავებდნენ კანონდარღვევით მოწყობილ სავალუტო პუნქტებს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულ იქნა 550.000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ან/და სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0