თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია

© press-service of Georgian Dreamკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
ქალაქის მერიის ჩინოვნიკი კერძო სექტორში განაგრძობს საქმიანობას.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა თანამდებობა დატოვა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ნაროუშვილს ამ თანამდებობაზე გიორგი აბუთიძე შეცვლის.

„მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ნაროუშვილმა კერძო სექტორში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს უახლოეს დღეებში წარედგინება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0