https://sputnik-georgia.com/20221102/saqartveloshi-korupciastan-brzolis-wesebi-icvleba-271878759.html
საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის წესები იცვლება
საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის წესები იცვლება
Sputnik საქართველო
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. 02.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-02T19:49+0400
2022-11-02T19:49+0400
2022-11-02T22:17+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:215:1135:853_1920x0_80_0_0_bc15fe36997e61c8d3b4bec1b956a61c.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ახალი სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა და კომიტეტები მის განხილვას იწყებენ.კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება არის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, საქართველოში შეიქმნება დამოუკიდებელი ორგანო – ანტიკორუფციული ბიურო, ასევე სახელმწიფო ორგანო – უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო.ანტიკორუფციულ ბიუროში გაერთიანდება ყველა ძირითადი ფუნქცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი პრინციპები იქნება დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.ახალი უწყება ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო იქმნება - რითია უკმაყოფილო ოპოზიცია>>>ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს უწყებათშორის ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგენს.ბიუროს უფროსის კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს. კანდიდატურები პრემიერს წარედგინება, რომელიც მათგან ამოირჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო შეიმუშავებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნისა და მისი განხორციელების გეგმასთან დაკავშირებულ წინადადებებს, ასევე რეკომენდაციებს მისცემს ანტიკორუფციულ ბიუროს.უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და მასში შევლენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:197:822:813_1920x0_80_0_0_60d9a96854468eba2abdb28cf2016f4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის წესები იცვლება
19:49 02.11.2022 (განახლებულია: 22:17 02.11.2022) ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ახალი სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა და კომიტეტები მის განხილვას იწყებენ.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება არის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, საქართველოში შეიქმნება დამოუკიდებელი ორგანო – ანტიკორუფციული ბიურო, ასევე სახელმწიფო ორგანო – უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო.
ანტიკორუფციულ ბიუროში გაერთიანდება ყველა ძირითადი ფუნქცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი პრინციპები იქნება დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
ახალი უწყება ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს უწყებათშორის ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგენს.
ბიუროს უფროსის კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს. კანდიდატურები პრემიერს წარედგინება, რომელიც მათგან ამოირჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.
უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო შეიმუშავებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნისა და მისი განხორციელების გეგმასთან დაკავშირებულ წინადადებებს, ასევე რეკომენდაციებს მისცემს ანტიკორუფციულ ბიუროს.
უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და მასში შევლენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.