https://sputnik-georgia.com/20221027/saqartvelosi-antikorufciuli-biuro-iqmneba-ritia-ukmayofilo-opozicia-271699756.html
საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო იქმნება - რითია უკმაყოფილო ოპოზიცია
საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო იქმნება - რითია უკმაყოფილო ოპოზიცია
Sputnik საქართველო
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T18:31+0400
2022-10-27T18:31+0400
2022-10-27T21:22+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270135461_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_fc3b3e2ed07ca7630bd8fc7ae89e150e.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ანტიკორუფციული ბიურო არ იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რადგან უწყების ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აირჩევს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძემ.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საკანონმდებლო შესწორებები ევროკომისიის მოთხოვნების შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოში ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს.კორუფციასთან გაძლიერებული ბრძოლა ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.მისი თქმით, ოპოზიციას აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამგვარი უწყების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამ ინიციატივის თანახმად, ხელმძღვანელს დანიშნავს პარლამენტი დიდი კვორუმით, რაც, გოცირიძის თქმით, მის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას იძლევა.„მთავარია არა „რაღაცის“ შექმნა, არამედ ისეთი უწყების შექმნა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება“, – აღნიშნა გოცირიძემ.კორუფციასთან ეფექტური და რეალური ბრძოლა დამატებით ბიუროკრატიულ რგოლს არ საჭიროებს, განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ ანა ნაცვლიშვილმა.„ამას სჭირდება ეფექტური დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც რგოლთა რგოლი კი არ იქნება და რაღაც ქულების ჩასაწერად კი არ შეიქმნება, არამედ მას ექნება რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები და ფუნქციები, რათა გამოავლინოს და პასუხი მოსთხოვოს კორუფციის ჩამდენს... დადასტურდა, რომ მათ (ხელისუფლებას) ასეთი ორგანოს შექმნის ინტერესი არ აქვთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.ბრძოლა კორუფციასთან: მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის>>შემუშავებული პროექტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს. კანდიდატურები პრემიერს წარედგინება, რომელიც მათგან ამოირჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს უწყებათშორის ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგენს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270135461_91:0:1531:1080_1920x0_80_0_0_bebbc41e62737a239cb31eb57ae0ae7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო იქმნება - რითია უკმაყოფილო ოპოზიცია
18:31 27.10.2022 (განახლებულია: 21:22 27.10.2022) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ანტიკორუფციული ბიურო არ იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რადგან უწყების ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აირჩევს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საკანონმდებლო შესწორებები ევროკომისიის მოთხოვნების შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოში ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს.
კორუფციასთან გაძლიერებული ბრძოლა ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
„როცა ამა თუ იმ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს პრემიერ-მინისტრი არჩევს და ნიშნავს, ის მუდამ აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი და მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი იქნება. ნათლად ჩანს, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი ორგანო არ იქნება“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამგვარი უწყების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამ ინიციატივის თანახმად, ხელმძღვანელს დანიშნავს პარლამენტი დიდი კვორუმით, რაც, გოცირიძის თქმით, მის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას იძლევა.
„მთავარია არა „რაღაცის“ შექმნა, არამედ ისეთი უწყების შექმნა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება“, – აღნიშნა გოცირიძემ.
კორუფციასთან ეფექტური და რეალური ბრძოლა დამატებით ბიუროკრატიულ რგოლს არ საჭიროებს, განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ ანა ნაცვლიშვილმა.
„ამას სჭირდება ეფექტური დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც რგოლთა რგოლი კი არ იქნება და რაღაც ქულების ჩასაწერად კი არ შეიქმნება, არამედ მას ექნება რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები და ფუნქციები, რათა გამოავლინოს და პასუხი მოსთხოვოს კორუფციის ჩამდენს... დადასტურდა, რომ მათ (ხელისუფლებას) ასეთი ორგანოს შექმნის ინტერესი არ აქვთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შემუშავებული პროექტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს. კანდიდატურები პრემიერს წარედგინება, რომელიც მათგან ამოირჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს უწყებათშორის ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგენს.