https://sputnik-georgia.com/20221026/antikorufciuli-biuro-271670179.html
ბრძოლა კორუფციასთან: მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის
ბრძოლა კორუფციასთან: მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის
Sputnik საქართველო
პარლამენტი ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს. 26.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-26T21:53+0400
2022-10-26T21:53+0400
2022-10-26T22:35+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/04/250533452_0:111:3244:1936_1920x0_80_0_0_7226253fabfcf103d88462e721781ae8.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.ოხანაშვილის თქმით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს უწყებათშორის ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგენს.ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს. კანდიდატურები პრემიერს წარედგინება, რომელიც მათგან ამოირჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/04/250533452_258:0:2987:2047_1920x0_80_0_0_8d8bf86f6605afae7b2eee2ea3baa9b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა
ბრძოლა კორუფციასთან: მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის
21:53 26.10.2022 (განახლებულია: 22:35 26.10.2022) პარლამენტი ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს უწყებათშორის ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგენს.
„ეს საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ემსახურება ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის მეოთხე პუნქტის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს. კანდიდატურები პრემიერს წარედგინება, რომელიც მათგან ამოირჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება.