მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შფოთვის მიზეზი არ არსებობს: ანკარა მოსკოვს „მარცვლეულის გარიგებაში“ დაბრუნებას სთხოვს

© photo: Sputnik / Maxim Durnev / გადასვლა მედიაბანკში„მარცვლეულის გარიგებაზე“ ხელმოწერის დარბაზი სტამბულში
„მარცვლეულის გარიგებაზე“ ხელმოწერის დარბაზი სტამბულში - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბრი — Sputnik. თურქეთი მტკიცედ მოითხოვს რუსეთისგან, დაუბრუნდეს „მარცვლეულის გარიგებას“, ვინაიდან ეს შეთანხმება ყველა მხარისთვის ხელსაყრელია. ამის შესახებ განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა გამოცემა milliyet-თან ინტერვიუში.
თურქი მინისტრის თქმით, მარცვლეულზე შეთანხმების ჩაშლას შეუძლია გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ „მარცვლეულის გარიგების“ გაგრძელებას, რის თაობაზეც ასევე განაცხადეს გაერომ, ევროკავშირმა და ნატომ“, — აღნიშნა აკარმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ანკარა რუსულ და უკრაინულ მხარეებს ესაუბრება და მათ ერთმანეთის პოზიციებს აცნობს.

„გუშინ, საღამოს ბატონ შოიგუს ვესაუბრე ტელეფონით. მათ აქვთ გარკვეული შიშები და ჩვენ ეს შიშები მოვისმინეთ. ჩვენ ასევე შევხვდით უკრაინელ მინისტრებსაც, ჩავატარეთ შესაბამისი სამუშაოები და ვაცნობეთ შოიგუს, რომ შეშფოთების მიზეზები არ არსებობს. ველოდებით ნორმალიზაციას“, — განაცხადა ჰულისი აკარმა.

მისი თქმით, მარცვლეულის გარიგებას უზარმაზარი წვლილი შეაქვს გლობალური სასურსათო კრიზისის აღმოფხვრაში და „წარმოაჩენს, რომ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია თანამშრომლობისა და დიალოგის გზით“.
აკარი შიშობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ამას „ხანგრძლივ პერსპექტივაში გლობალური დესტაბილიზაცია მოჰყვება“. ამიტომ მოუწოდებს მხარეებს, მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას.
რუსეთმა „მარცვლეულის გარიგებაში“ მონაწილეობა 29 ოქტომბერს შეაჩერა და მიზეზად სევასტოპოლის ყურეზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა დაასახელა. 31 ოქტომბერს ჰულუსი აკარი სერგეი შოიგუს ესაუბრა შეთანხმების თაობაზე, ხოლო 1 ნოემბერს ამ თემაზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა — ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც იმსჯელეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინისგან ითხოვს გარანტიებს, რომ მარცვლეულის დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებს.
ყველა ახალი ამბავი
0