კვარაცხელიას ასისტი არ ჩაითვალა - „ნაპოლიმ“ „ლივერპულთან“ წააგო

© courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
კვარაცხელია „ენფილდის“ სტადიონზე ნაკლებად აქტიური იყო.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“, რომელსაც ბოლო 13 თამაში არ წაუგია, „ლივერპულთან“ 0:2 წააგო.
სპალეტის გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები, მაგრამ ვერ გამოიყენა.
კვარაცხელია სტადიონ „ენფილდზე“ იმაზე ნაკლებად აქტიური იყო, ვიდრე ამას გულშემატკივარი ელოდა, თუმცა მის ყოველ შეხებას ბურთთან მაინც გამწვავება მოჰყვებოდა.
პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო. 53-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმო დაარტყა და ესტიგორმა გაიტანა.
მაგრამ „ნაპოლის“ გულშემატკივრების სამწუხაროდ ტაბლოზე 1:0 დიდხანს არ ენთო – ვიდეორეფერით ნორვეგიელ ფეხბურთელს ზუსტად ერთმილიმეტრიანი ოფსაიდი დაუფიქსირდა. სადავო მომენტს თითქმის ოთხი წუთი განიხილავდნენ.
„არ იყიდება!“ - „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას ტრანსფერი გამორიცხა>>
გოლის გატანა თვითონ კვარაცხელიასაც შეეძლო, თუმცა ამ დღეს მას სიზუსტე და ცოტა იღბალი არ ეყო. მეორე ტაიმის ბოლოს სპალეტიმ მისი შეცვლა გადაწყვიტა.
ხვიჩას გასვლიდან წუთ-ნახევარში „ლივერპულმა“ პირველი გოლი გაიტანა, მეორე კი - დამატებით დროში.
წაგების მიუხედავად, „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი А ჯგუფში 15 ქულითა და პირველი ადგილით დაამთავრა. ამდენივე ქულა აქვს „ლივერპულს“, მაგრამ აქ სატურნირო ცხრილზე ნეაპოლში მისი გამანადგურებელი ანგარიში - 1:4 აისახა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0