„არ იყიდება!“ - „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას ტრანსფერი გამორიცხა

© courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
ჯუნტოლის თქმით, კვარაცხელია 100%-ით ხელშეუხებელია და ის სატრანსფერო ფანჯარაში არ იქნება.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია აბსოლუტურად შეუდარებელია და არ იყიდება, განაცხადა „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანუ ჯუნტოლიმ ავტორიტეტულ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან საუბრისას.
იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის „ატლეტიკოსა“ და პირადად დიეგო სიმეონეს ინტერესთა სფეროში მოხვდა. ამაზე აქტიურად ლაპარაკობენ იტალიურ მასმედიაში. „კვარას“ პოტენციურ მყიდველად განიხილება აგრეთვე ისეთი გრანდი, როგორიც მადრიდის „რეალია“.

„ის ძალიან კარგად გაუმკლავდა თავის ვალდებულებებს, როგორც ბევრი ახალწვეული. იანვრის სატრანსფერო ბაზრამდე ჯერ ბევრი დროა და არაფერი საინტერესო. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ „კვარა“ თავს კარგად გრძნობს ჩვენთან, მაგრამ მან კარგი ფორმა უნდა შეინარჩუნოს. „კვარა“ აბსოლუტურად შეუდარებელია და არ იყიდება“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.

მისი თქმით, კვარაცხელია ხელშეუხებელია 100%-ით და ის სატრანსფერო ფანჯარაში არ იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიათი მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა>>
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა (1.092 წუთი), გაიტანა შვიდი გოლი და გახდა რვა „ასისტის“ ავტორი. ნეაპოლში მას უკვე „კვარადონას“ ეძახიან, ადარებენ რა ლეგენდარულ დიეგო არმანდოს, და „კვარა-სტელას“ – ვარსკვლავ-ბიჭუნას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0