https://sputnik-georgia.com/20221018/xvica-kvaracxeliati-madridis-atletiko-dainteresda-271423120.html
ხვიჩა კვარაცხელიათი მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა
ხვიჩა კვარაცხელიათი მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა
Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულის შემდეგ 35 მლნ ევრომდე გაიზარდა. 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T13:13+0400
2022-10-18T13:13+0400
2022-10-18T16:55+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/16/269679136_94:228:987:731_1920x0_80_0_0_e48bd7f268894e1a6d8b589819beb64e.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის „ატლეტიკოს“ და პირადად დიეგო სიმეონეს ინტერესთა სფეროში მოხვდა, წერს გერმანული გამოცემა Onefootball.გამოცემის ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ მწვრთნელს გუნდიდან თავდამსხმელ ჟოაუ ფელიქსის გაშვება უნდა, რომელმაც იმედები არ გაამართლა, ხოლო მის ადგილზე – კვარაცხელიას აყვანა. მადრიდელებმა პორტუგალიელისთვის 2019 წელს 127 მლნ ევრო გადაიხადეს.გუნდის დატოვება ჟოაუსაც უნდა, რადგან სიმეონეს გუნდში თავის მომავალს ვერ ხედავს.როგორც Onefootball აღნიშნავს, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულის შემდეგ 35 მლნ ევრომდე გაიზარდა და ეს თანხა მადრიდელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ, რა თქმა უნდა, ნეაპოლელები მზად იქნებიან „კვარადონას“ გამოემშვიდობონ.ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და გახდა რვა „ასისტის“ ავტორი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
იტალია
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/16/269679136_136:233:800:731_1920x0_80_0_0_f8b04f4681e8b0866c02882c5abc0a12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია , ესპანეთი
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია , ესპანეთი
ხვიჩა კვარაცხელიათი მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა
13:13 18.10.2022 (განახლებულია: 16:55 18.10.2022) ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულის შემდეგ 35 მლნ ევრომდე გაიზარდა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის „ატლეტიკოს“ და პირადად დიეგო სიმეონეს ინტერესთა სფეროში მოხვდა,
წერს გერმანული გამოცემა Onefootball.
გამოცემის ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ მწვრთნელს გუნდიდან თავდამსხმელ ჟოაუ ფელიქსის გაშვება უნდა, რომელმაც იმედები არ გაამართლა, ხოლო მის ადგილზე – კვარაცხელიას აყვანა. მადრიდელებმა პორტუგალიელისთვის 2019 წელს 127 მლნ ევრო გადაიხადეს.
გუნდის დატოვება ჟოაუსაც უნდა, რადგან სიმეონეს გუნდში თავის მომავალს ვერ ხედავს.
როგორც Onefootball აღნიშნავს, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულის შემდეგ 35 მლნ ევრომდე გაიზარდა და ეს თანხა მადრიდელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ, რა თქმა უნდა, ნეაპოლელები მზად იქნებიან „კვარადონას“ გამოემშვიდობონ.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და გახდა რვა „ასისტის“ ავტორი.