https://sputnik-georgia.com/20221102/deputatebma-saparlamento-kontrolis-gazlierebas-mxari-dauchires-271882105.html
დეპუტატებმა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას მხარი დაუჭირეს
დეპუტატებმა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას მხარი დაუჭირეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების... 02.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-02T22:51+0400
2022-11-02T22:51+0400
2022-11-02T22:51+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_0:0:3140:1767_1920x0_80_0_0_d491d3a54b33dac50ce8a8ea4d7641b9.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას ითვალისწინებს.კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ შემუშავებული12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.ცვლილებების თანახმად, მცირდება პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა, რომელიც, ნაცვლად 15 დღისა, განისაზღვრება 10 დღით.იზრდება ინტერპელაციის ჩატარების პერიოდულობა - ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატის პარლამენტში წარდგომის შესაძლებლობა გათვალისწინებული იქნება ყოველთვიურად, ნაცვლად ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგომისა.საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის წესები იცვლება>>>ასევე გაძლიერდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ კომიტეტების ან ფრაქციების მოთხოვნით მაღალი თანამდებობის პირების პარლამენტში მისვლის კონტროლი. კომიტეტს ექნება უფლება შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.გარდა ამისა, მთავრობის წევრი ვალდებული ხდება„მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე 5 დღით ადრეპარლამენტს ანგარიშიწერილობითი ფორმითწარუდგინოს. აღნიშნული შესწორების მიზანი პარლამენტის წევრთა მეტი ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_338:28:2939:1979_1920x0_80_0_0_eeedabe76e7af0697b7d556ee7760598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
დეპუტატებმა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას მხარი დაუჭირეს
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას ითვალისწინებს.
კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ შემუშავებული12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცვლილებების თანახმად, მცირდება პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა, რომელიც, ნაცვლად 15 დღისა, განისაზღვრება 10 დღით.
იზრდება ინტერპელაციის ჩატარების პერიოდულობა - ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატის პარლამენტში წარდგომის შესაძლებლობა გათვალისწინებული იქნება ყოველთვიურად, ნაცვლად ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგომისა.
ასევე გაძლიერდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ კომიტეტების ან ფრაქციების მოთხოვნით მაღალი თანამდებობის პირების პარლამენტში მისვლის კონტროლი. კომიტეტს ექნება უფლება შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.
გარდა ამისა, მთავრობის წევრი ვალდებული ხდება„მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე 5 დღით ადრეპარლამენტს ანგარიშიწერილობითი ფორმითწარუდგინოს. აღნიშნული შესწორების მიზანი პარლამენტის წევრთა მეტი ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდაა.